TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფროსის დანამატი 510-ით, წამყვანის - 800-ით, მენტორის კი - 1050 ლარით გაიზარდა - მასწავლებელთა ანაზღაურება სქემის შექმნიდან დღემდე
05-01-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის შექმნის შემდეგ პედაგოგთა ანაზღაურება სტატუსის დანამატების მიხედვით გაიზარდა. სქემა 2015 წელს ჩამოყალიბდა და მაშინ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ყველა არასერტიფიცირებულ მოქმედ მასწავლებელს. ხოლო უფროსის სტატუსი მხოლოდ მათ მიიღეს, ვინც 2015 წლამდე წარმატებით ჩააბარეს როგორც უნარების, ასევე საგნის გამოცდები.

სქემის შექმნის შემდეგ პედაგოგების ხელფასი სტატუსების შესაბამისად შეიცვალა, რაც ერთგვარი მოტივაცია იყო მასწავლებლებისთვის, რომ მათ კარიერულ წინსვლაზე ეზრუნათ.

2015 წელს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იყო:

  • უფროსი მასწავლებლისთვის 160 ლარი;
  • წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარი;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300 ლარი.

2017 წლიდან მასწავლებელთა ხელფასის მატება დაიწყო. უფროსის დანამატი 320 ლარი გახდა, წამყვანისა - 500, მენტორის კი - 700.

2018 წლის 1 თებერვლიდან სტატუსზე მიბმული დანამატი მხოლოდ წამყვან და მენტორ პედაგოგებს გაეზარდათ. წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდა, მენტორის დანამატმა კი 700 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი შეადგინა.

2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს სტატუსის დანამატი 150 ლარით გაეზარდა. უფროსისთვის დანამატი 470 ლარი გახდა, წამყვანისთვის - 850, მენტორისთვის კი - 1150.

ანაზღაურების მატება 2020 წელსაც უნდა გაგრძელებულიყო და მასწავლებლებს სექტემბერში მომატებული 150 ლარი უნდა მიეღოთ, თუმცა მათი ხელფასის ზრდა 2021 წლისთვის გადაიდო და დანამატი არა 150, არამედ 100 ლარით გაიზარდა.

2021 წლის პირველი იანვრიდან უფროსი მასწავლებლისთვის დანამატის სრული ოდენობა 570 ლარით განისაზღვრა, წამყვანი მასწავლებლისთვის - 950 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის - 1250 ლარით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლებს ხელფასის გაზრდის დაპირება ეტაპობრივად, თუმცა მაინც შეასრულა. 2015 წლიდან 2022 წლამდე მასწავლებლის სტატუსის დანამატი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.

სერტიფიცირებული პედაგოგები 2022 წლის იანვრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. სტატუსის დანამატის სრული ოდენობა კი ასეთია:

  • უფროსი მასწავლებლისთვის 670 ლარი;
  • წამყვანი მასწავლებლისთვის 1050 ლარი;
  • მენტორი მასწავლებლისთვის 1350 ლარი.

ოთხი წლის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებს პირობა მისცა, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევდა, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარსა და მეტს. დადგა 2022 წელი, პედაგოგებს ანაზღაურება მართლაც გაეზარდათ, თუმცა არა ამდენად, დაპირება არ შესრულდა. მასწავლებლების საშუალო ხელფასი 1000 ლარია, უმაღლესი საფეხურის მასწავლებლებისთვის - მენტორებისთვის კი 1500.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება