სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

9 მარტივი და ეფექტური გზა სტრესის მოსახსნელად
23-02-2018
-
+


სტრესი თანამედროვე, აჩქარებული და გადატვირთული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

გთავაზობთ კვლევებით დადგენილ 9 მარტივ და ეფექტურ გზას სტრესის მოსახსნელად: 

1. ისუნთქედ ღრმად

ღრმა ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა არეგულირებს სუნთქვას და ადუნებს სხეულს. სტრესისგან გასათავისუფლებლად ამავდროულად, აუცილებელია არა პრობლემებზე, არამედ რაიმე სასიამოვნოზე ფიქრი. 
 
2. იცინეთ მეტი

სიცილი ამცირებს სტრესს და გამოყოფს ბედნიერების ჰორმონ ენდორფინს. 
 
3. შეადგინეთ შესასრულებელი საქმის გეგმა და ამოშალეთ მათგან ზედმეტი

ზუსტად გაწერილი გეგმა პრიორიტეტების სწორად დალაგებასა და კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ამ გზით დაზოგავთ დროსა და საკუთარ ძალებს. საკუთარი თავისთვის ზედმეტი მოთხოვნების წაყენება სტრესის ერთერთი გამომწვევი მიზეზია. 
 
4. უარი თქვით ალკოჰოლზე

კვლევების თანახმად, სტრესი ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას ზრდის, ეს უკანასკნელი კი უფრო აღრმავებს დაძაბულობასა და უსიამოვნო განცდებს. 
 
5. დაკავდით ფიზიკური აქტივობით

თუ ვერ ახერხებთ აერობიკითა და ფიტნესით დაკავებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებაც საკმარისი იქნება სტრესის შესამცირებლად. 
 
6. მიირთვით შოკოლადი

მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, 14 დღის განმავლობაში სტუდენტების ერთ ნაწილს 40 გრამ თეთრ ან შავ შოკოლადს აჭმევდნენ, ნაწილს კი - არა. სტუდენტებს, რომლებიც შოკოლადს მიირთმევდნენ, სტრესის შესუსტება აღენიშნებოდათ, დანარჩენებს კი ცვლილება არ ჰონდათ. ამასთან, გოგონებზე ტკბილეული უფრო ეფექტურად მოქნედებდა ვიდრე ვაჟებზე. 
 
7. სწორად გადაანაწილეთ ბიუჯეტი

ფსიქოლოგთა თქმით, სტრესს დიდწილად ფინანსური პრობლემები იწვევს. ნაკლებად რომ ინერვიულოთ, სწორად გადაანაწილეთ ხარჯები და თავისუფალი ბიუჯეტი, განსაზღვრეთ გადახდის დღეები და გათავისუფლდით სტრესისგან. 
 
8. იკითხეთ წიგნები

კვლევების თანახმად, წიგნები ადამიანს რეალური ცხოვრებიდან წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობაში ეხმარება და 6 წუთი კითხვაც კი საკმარისია სტრესის 68 % - ით შესამცირებლად. 
 
9. გამოიძინეთ

სწორი ძილი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს. ზრდასრულ ადამიანს სასურველია, დღე - ღამეში 7-8 საათის განმავლობაში ეძინოს. 
 
და თქვენ როგორ ებრძვით სტრესს? - გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება