სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემიას“ დმანისისა და თელავის მერები გაეცნენ
23-12-2021
-
+


„ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილმა „პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე დაიპყრო პატარების და მშობლების გულები. უნიკალურ სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს, ამჯერად დმანისისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერები გაეცნენ და წიგნი-რვეულის შესახებ Etaloni.ge-სთანაც ისაუბრეს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალი მოსწავლეების საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მათ განვითარებაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის; ბატონმა კობამ იქვე ისურვა, „პირველკლასელთა აკადემია“ აზერბაიჯანულ ენაზეც გამოიცეს, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პატარებიც მოემზადონ სასკოლო ცხოვრებისთვის და სწავლის დაწყებამდე გაეცნონ სახელწიფო ენის საფუძვლებს:

„გავეცანი „პირველკლასელთა აკადემიას“ და ძალიან მომეწონა; ვფიქრობ, ეს სახელმძღვანელო ყველა მომავალ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს... ჩემს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ვიფიქრეთ, თუ აღნიშნული წიგნი ორ ენაზე დაიბეჭდება, უკეთესი იქნება, რათა პროექტებში ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი შვილებიც ჩაერთონ“.

ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა კი განაცხადა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“ ბავშვების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და ისინი წიგნი-რვეულის დახმარებით სწავლას აუცილებლად შეიყვარებენ:

„პირველკლასელთა აკადემია“ ძალიან კარგი სახელმძღვანელოა და ვფიქრობ, მას ყველა მომავალი პირველკლასელი უნდა გაეცნოს. ეს მათთვის სახალისოც იქნება და რაც მთავარია შემეცნებითი... „პირველკლასელთა აკადემია“, დარწმუნებული ვარ, მომავალ მოსწავლეებს სწავლას და მშობლიურ ენას შეაყვარებს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება