| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მასწავლებლებზე და განაცხადა, რომ სკოლებში უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები, შესაბამისად, მათ მიეცემათ სკოლაში დასაქმების საშუალება, კონკურსის გავლის შემდეგ:
„ახალგაზრდა პედაგოგების დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში; ვაკანსიები გაჩნდა და იანვრიდან უკვე დაიწყება კონკურსები სკოლებში, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ კონკურსები ჩატარდება უმაღლეს დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. აქ ორი მთავარი კრიტერიუმია - უნდა იცოდეს საგანი და ასევე, როგორ ასწავლოს ეს საგანი!“
მინისტრმა პრაქტიკოსი პედაგოგებიც ახსენა და განმარტა, რომ ისინი, ვინც ზღვარი გადალახა, სტატუსს ავტომატურად აიმაღლებენ, ხოლო დანარჩენების ადგილას გამოცხადდება კონკურსი:
„პრაქტიკოსი მასწავლებლები ვინც გადალახა ზღვარი და მათ მინდა მივულოცო, ავტომატურად აიმაღლებენ სტატუსს, ხოლო ვინც ვერ გადალახა, იანვარში იქნება კონკურსი და თუ შემოვიდა ახალი კადრი, ახალი მასწავლებელი ეყოლება სკოლას“.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა