სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ისარგებლებს თუ არა მასწავლებელი შეღავათიანი ინტერნეტით მაშინ, როდესაც დისტანციურ გაკვეთილებს არ ატარებს?
22-11-2021
-
+


დისტანციური სწავლების დანერგვიდან გამომდინარე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მობილურ ოპერატორებთან თანამშრომლობით, მასწავლებლებისთვის შეღავათიანი ინტერნეტპაკეტები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს 20 GB-ის შეძენა 10 ლარად შეუძლიათ.

შეღავათიანი ინტერნეტი 12 იანვრიდანაა ძალაში. ამ პერიოდში სკოლები ხან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ხანაც - დასწრებულზე. ახალი სასწავლო წელიც დისტანციურად დაიწყო, შემდეგ სწავლებამ საკლასო ოთახებში გადაინაცვლა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ერთეული კლასები ან სკოლები ორკვირიან ონლაინ სწავლებაზე გადადიან. ამ პერიოდში კი სწორედ ინტერნეტი არის უმთავრესი, რომ გაკვეთილები შეუფერხებლად ჩატარდეს.

შეღავათიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე https://mobile.emis.ge/, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები (მაგთი, სილქნეტი, ბილაინი), რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.

სერვისით სარგებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ.

საინტერესოა, რა ხდება, როდესაც სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე არაა, ასეთ დროსაც შეუძლია პედაგოგს შეღავათიანი ინტერნეტით სარგებლობა?

როგორც აღმოჩნდა, პედაგოგები, რომლებიც პლატფორმაზე https://mobile.emis.ge/ დარეგისტრირდებიან, შეღავათიანი ინტერნეტით სარგებლობას 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ თუ არა. შეძენილი მეგაბაიტების გამოსაყენებლად ერთი თვე გაქვთ, იმ შემთხვევაში კი, თუ მეგაბაიტები დროზე ადრე დახარჯეთ „დისტანციური სწავლების პაკეტის“  შეძენას თვის განმავლობაში ნებისმიერი სიხშირით შეძლებთ.

იხილეთ ინსტრუქცია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება