| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წელს არ განახლებულა, ამის მიზეზი კი სკოლაში მოსწავლეების არ არსებობაა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში etaloni.ge - ს განუმარტეს, ძირითადად მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მოსახლეობის მიგრაციისა და მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის/შემცირების გამო ლიკვიდაციის/ოპტიმიზაციის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა ზოგად განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე უნარჩუნდებათ სტატუსი.
იხილეთ სკოლები, რომლებსაც მოსწავლეები არ ჰყავთ:
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შენარჩუნებული აქვთ ასეთ სკოლებს, დავინტერესდით ჰაყვთ თუ არა ამ სკოლებს მასწავლებლები.
„აღნიშნულ სკოლებს არ აქვთ საგაკვეთილო ცხრილი, აქედან გამომდინარე არ ჰყავთ აქტიური მასწავლებლები.
ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს რეგიონებში არსებული, ძირითადად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლების ზოგიერთი საჯარო სკოლა მოსახლეობის მიგრაციისა და მოსწავლეთა კონტიგენტის არარსებობის/შემცირების გამო დადგა ლიკვიდაციის/ოპტიმიზაციის საფრთხის წინაშე.
სამინისტრო ზოგად განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე ინარჩუნებს ამ საჯარო სკოლებს სტატუსის ცვლილების გარეშე იმ შემთხვევებისთვის, თუ დასახლებებში გამოიკვეთება სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია და გაჩნდება სასწავლო პროცესის აღდგენის საჭიროება. აღნიშნული მიდგომა მთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნებასა და ადგილზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს მაშტაბით 2021-2022 სასწავლო წლისთვის 2000-ზე მეტი მოქმედი საჯარო სკოლაა, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 563 800-ს აჭარბებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა