TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

დმანისის N1 სკოლის მოსწავლემ იუბილე ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებით აღნიშნა
07-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი, რესურსცრნტრის წარმომადგენელი ნინო მუჯირიშვილი, სკოლების წარმომადგენლები - დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დმანისის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ტარიელ პაკელიანი დაეუფლა. მან დაბადების დღე ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებით აღნიშნა.

ტარიელ პაკელიანის თქმით, „ეტალონში“ მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შესძინა:
                                  
„ეტალონში“ მონაწილეობამ მასწავლა, როგორ გამოვავლინო საკუთარი ცოდნა კონკურენტულ გარემოში, გამარჯვებამ კი თავდაჯერებულობა შემმატა და სწავლის მოტივაცია ამიმაღლა“.

დმანისის მერი გიორგი დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ ეროვნული საქმის კეთებისა და ცოდნის წახალისებისთვის:

„დღევანდელი ღონისძიება რომ შევაფასო, 100 ბალიანი სისტემიდან 150-ს დავუწერდი. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ბავშვებს სწავლისა და წარმატებისკენ სწრაფვას ასწავლის, მათ უფრო გამოცდილს და თავდაჯერებულს ხდის. მომავალი თაობაა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის იმედი. მადლობა პროექტს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის“.

დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა „ეტალონი“ წმინდა ქართულ პროექტად შეაფასა და მერიის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:
                 
„ეტალონი“ წმინდა ქართული პროექტია, რომელიც საქვეყნო საქმეს ემსახურება. მოხარული ვარ, რომ მაქსიმალურად ვუდგავართ ამ პროექტს გვერდში და მომავალშიც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. გახარებული ვარ დღევანდელი შედეგებით, გამარჯვებულს ასეთივე წარმატებით ასპარეზობას ვუსურვებ ფინალში“.

დმანისის რესურსცენტრის წარმომადგენელი ნინო მუჯირიშვილი მადლობას უხდის პროექტს მოსწავლეებში საგანმანათლებლო მოტივაციის ამაღლებისათვის და დმანისს ულოცავს ასეთ წარმატებულ ახალგაზრდობას:

„წარმატებული პროექტის წარმატებული მოსწავლეები გამოვლინდნენ დღეს. მადლობა „ეტალონს“, ჩვენს სკოლებს, პედაგოგებს და ბავშვებს ასე ბეჯითად  სწავლისთვის. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ყველა მონაწილეს“.

დმანისის პირველი სკოლის დირექტორი ინგა აბულაძე ბედნიერია თავისი მოსწავლის გამარჯვებით და წარმატებებს უსურვებს მას მომავალშიც:
                     
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები „ეტალონში“ ასე წარმატებით ასპარეზობენ. დილიდან ემოციურად დატვირთული დღე იყო, წინა წლის გამარჯვებულიც ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მიხარია, რომ მომავალ წელს „ეტალონის“ ოქროს ფონდში კიდევ ერთხელ შევალთ. ტარიელი ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა და ბედნიერი ვარ მისი გამარჯვებით. უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებსა და „ეტალონს“.

„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ტარიელ პაკელიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება