სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვირუსი ქალაქის ყველა სკოლაში დაფიქსირდა - ინფექცია პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც მაღალ კლასებს ასწავლის
22-10-2021
-
+


ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ყოველდღე იცვლება. გამოწვევების წინაშეა სკოლები - ასობით კლასი დისტანციურზეა, ზოგან კი სრულად დახურულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ ეტაპზე, გორში ოთხი სკოლა და სხვადასხვა სკოლის 110 კლასი დისტანციურ სწავლებაზეა, - ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი ადასტურებს:

„ყველანაირად ვცდილობთ, წერტილოვანი ჩაკეტვებით, რეგულაციების დაცვით, მაქსიმალური სიფრთხილით, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ სწავლის პროცესი სასკოლო გარემოში, რადგან ეს აუცილებელია არა მხოლოდ განათლების ხარისხისთვის, არამედ ჩვენი შვილების ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის. თუმცა, თუ საჭიროება დგება, ბუნებრივია, ვირჩევთ ფიზიკურ ჯანმრთელობას და დაუყოვნებლივ ვკეტავთ კონკრეტულ კლასს ან სკოლას“.

არცთუ სახარბიელო ვითარებაა კახეთშიც, სადაც საჯარო სკოლებში მოსწავლეების ნახევარი აღარ ცხადდება. რეგიონში კორონავირუსის რეკორდული ზრდის გამო, ბავშვების უმრავლესობა ონლაინ-სწავლებაზე საკუთარი გადაწყვეტილებით გადადის.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სამი სკოლა უკვე დაიკეტა და მშობლები სიფრთხილეს იჩენენ: „მოსწავლეები გადადიან ონლაინზე საკუთარი გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს, ვირუსის შემთხვევების მომატების გამო, მშობლები სიფრთხილეს იჩენენ. ნაწილი დადის სკოლაში, მაგრამ სრულფასოვანი დასწრება, რა თქმა უნდა, არ არის”.

კახეთში ვირუსის შემთხვევების მატების გამო, რეგიონში უკვე რვა საჯარო სკოლა და 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი დაიკეტა, თუმცა ეს მონაცემები ორიოდე დღის წინანდელია და სავარაუდოდ, ამ დროისთვის სტატისტიკა უკვე შეცვლილია.

დახურულია რუსთავის რამდენიმე სკოლა და ცალკეული კლასები. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, კორონავირუსი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც მაღალ კლასებში ასწავლის.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 600-ზე მეტი მოსწავლე ორი კვირის განმავლობაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იქნება. ზოგადად, კოვიდ19 ქალაქის ყველა სკოლაშია დაფიქსირებული, მათ შორის 6 უკვე სრულად დისტანციურ რეჟიმზეა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება