სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საგნებს ეთიკისა და შრომის გაკვეთილებს დავამატებდი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია
18-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია საუბრობს.

- სკოლაში იგრძნობა . . .

-  პირველკლასელთა სურნელი, უფროსკლასელთა თვალებიდან წამოსული სიყვარულის შუქი, საქმიანი ფუსფუსი, მაგრამ თანმდევი სიფრთხილე მუდამ რეკომენდაციების დაცვის.

- მოსწავლეს სურს . . .

- და ყოველთვის სურდა: სკოლაში საინტერესო გარემო, მათი ოცნებებისა და შესაძლებლობების  გამოვლენის ასპარეზი, სიყვარულსა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია . . .

-  ღიმილის დანახვა... თუმცა თვალები ყველაფერზე მეტყველებს. რთულია უშუალო კონტაქტები, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს . . .

- როდესაც გასაკეთებელი საქმე არ გაძინებს, როცა მხოლოდ იმ საქმეს შეეჭიდები, რომელიც კარგად გამოგდის, როცა ღირსება შენთვის მთავარი საზომია.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი . . .

- ნიღბის გარეშე ცხოვრობდეს ყველა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სკოლები იყოს მაღალ დონეზე ტექნიკურად აღჭურვილი, თავისი  ლაბორატორიებით, აღარ იყოს პანდემია.

- პედაგოგებს სჭირდებათ . . .

- კარგი გარემო პირობები მუშაობისთვის, მაღალი განწყობა ნებისმიერ სიტუაციაში, მუდმივი ძიება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მასწავლებლობა ღვთისგანაა, ყველა ტკივილი უნდა დარჩეს სკოლის ზღურბლთან, ბავშვს ბავშვობა უნდა გავულამაზოთ ყოველდღე ჩვენი სითბოთი და სიყვარულით.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი . . .

- ეთიკისა და შრომის გაკვეთილებს. მახსოვს, კლასის საათის დროს, ჩემს სადამრიგებლო კლასებში, ვატარებდი გაკვეთილს: „მშვენიერების სამყაროში“, სადაც  თავის გატაცებებზე და ზოგადად რაც აინტერესებდათ იმ თემებზე ვსაუბრობდით. ათეული წლებია გასული, ყველაზე დიდი სიყვარულით ყოფილი მოსწავლეები სწორედ ამ გაკვეთილს იხსენებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება