| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გლდანის N191 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მცირე ინციდენტი მოხდა.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც ორი მეთერთმეტეკლასელი სახლში ბრუნდებოდა, ერთ-ერთ მოსწავლეს მისთვის უცნობმა პიროვნებამ ხელი წამოარტყა და გაიქცა.
ინფორმაციას Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე უდასტურებს.
როგორც თინათინ ბაქრაძემ განაცხადა, სკოლაში თვითმხილველი მივიდა და აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინა:
„ეს არ ყოფილა ჩხუბი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენი მოსწავლეები სახლში ბრუნდებოდნენ, ვიღაც უცხო ადამიანმა, ერთ-ერთს ხელი წამოარტყა და გაიქცა. თვითმხილველი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, სკოლაში მოვიდა და შეგვატყობინა. მე და მანდატური გარეთ გავედით. თუმცა იქ უკვე არავინ იყო. შევატყობინეთ მშობლებს, უბნის რწმუნებულს და საქმის კურსში ჩავაყენეთ. როგორც ბავშვები ამბობენ, ამ პიროვნებას არ იცნობენ“, - განმარტა სკოლის დირექტორმა.
თინათინ ბაქრაძის თქმით, მოსწავლეები მშობლებთან ერთად ამ დროისთვის გლდანის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება
შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს