სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ონში ჩატარებულ „ეტალონის“ შესარჩევ ტურს რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლების დირექტორები აფასებენ
26-01-2018
-
+


ონის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ონის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი:


„ონში ძალიან მოგვწონს „ეტალონი“. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან ინტელექტ-ჩემპიონატში. ჩემი შვილიც, მიუხედავად მაღალი სიცხისა, მაინც მივიდა სკოლაში და ჩაერთო შესარჩევ ტურში. ყველაფერი ობიექტურად ტარდება და მოსწავლეებს სამართლიანობის განცდა აქვთ. ონის შესარჩევ ტურში მოსწავლეების მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. ყველა სკოლა ჩაერთო. ბავშვებს ტესტებზე მუშაობა არ გასჭირვებიათ. მოსწავლეები წინასწარ ემზადებოდნენ „ეტალონისთვის“ და ცდილობენ თავიანთი ინტელექტის დონე აემაღლებინათ. მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ტურს. მომავალშიც აუცილებლად ჩავერთვებით ინტელექტ-ჩემპიონატში.“ 

ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე:

„გასულ წლებთან შედარებით წელს მაღალი აქტიურობა იყო. მოსწავლეებმა შესარჩევ ტურში კარგი შედეგები აჩვენეს. კითხვები იყო ძალიან საინტერესო. რასაც ვერ უპასუხეს, მოიძეს ინფორმაცია და დღეს განხილვა მოაწყვეს. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ შესანიშნავი ინტელექტ-ჩემპიონატია. მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას და თქვენს ყველა პროექტებში აუცილებლად ჩავერთვებით.“ 

გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გრიგოლიშვილი:

„მოსწავლეები „ეტალონისთვის“ წინასწარ ემზადებოდნენ და სიხარულით ჩაერთვნენ შესარჩევ ტურში. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მოწყვეტილები ვართ ასეთ აქტივობებს და მსგავს პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ სწავლის მიმართ მოტივაცია აუმაღლდათ. მივესალმებით „ეტალონს“ და მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთვებით მასში.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება