სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სექტემბრიდან სკოლაში ვაკანსიები აღარ გამოცხადდება - პრაქტიკოს პედაგოგებს ახალი შანსი მიეცათ
29-07-2021
-
+


პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე დადებით შედეგს ვერ მიიღებენ და სკოლაში კიდევ ერთი სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ. მათ კომპეტენციის დასადასტურებლად ახალი შანსი მიეცათ, რომელიც 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე უნდა გამოიყენონ.

„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა კონკურსს გამოაცხადებს“, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შეტანილ ცვლილებაშია საუბარი. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, პრაქტიკოს მასწავლებლებს 2021 წლის ზაფხულში კომპეტენციის დადასტურების ბოლო შანსი ჰქონდათ, გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში კი სკოლის ადმინისტრაციას 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილი ვაკანტურად უნდა გამოეცხადებინა. ცვლილების თანახმად კი, მათ, ვინც გამოცდებს ვერ ჩააბარებს, სკოლაში მუშაობის ვადა კიდევ ერთი სემესტრით გაუხანგრძლივდებათ და კომპეტენციის დადასტურების ახალი შანსი მიეცემათ.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებელთა კომეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგების გამოქვეყნება, პედაგოგთა დამატებითი გამოცდების ჩატარების შემდგომ დაიწყება. 

იხილეთ: პრაქტიკოს პედაგოგებს სტატუსის ამაღლებისთვის კიდევ ერთი შანსი მომავალ სასწავლო წელსაც მიეცემათ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება