სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ლაშა ბექაურს ოლიმპიურ ჩემპიონობას სკოლის დირექტორი ულოცავს
28-07-2021
-
+


21 წლის ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. მან პირველი ოქროს მედალი მოუპოვა საქართველოს.

ქართველმა სპორტსმენმა ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლა ამაყობს მისი წარმატებით და ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას.

„დავფრინავ სიხარულით, ძალიან გახარებული ვარ...როგორი ღიმილიანიც ახლა ჩანს ლაშა, ზუსტად ასეთი იყო ბავშვობაშიც. იმდენად თბილი და კეთილი, რომ ხანდახან ვფიქრობდი,  მოწინააღმდეგე როგორ უნდა წააქციოს - მეთქი. ლაშა ძალიან ძლიერი, კარგი სპორტული მონაცემების მქონე, მშრომელი და უბრალოდ საოცარი ბიჭია. ასეთ ალალ და კარგ ადამიანებს უფალი ყოველთვის თან დაჰყვება. ჩვენი სკოლა დაამთავრა, დაწყებითი კლასიდან ჩვენთან სწავლობდა  და ისე მიხარია მისი წარმატება, სიხარულისგან ცრემლები მომდის.“ - დავით სეთური, ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი.

ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამამდე წონაში იასპარეზა და ფინალურ ბრძოლაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

პირველ წრეში სპორტსმენი პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად 2 წუთიც არ დასჭირდა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელი - ლი კოხმანს მოუგო, მეოთხედფინალში კი უზბეკი - დავლატ ბობონოვი გამოთიშა ასპარეზობას. ლაშამ ნახევარფინალში რუსს მიხაილ იგოლნიკოვს სძლია.  

ის ასევე გახლავთ:

  • ევროპის ჩემპიონი;
  • მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული;
  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი;
  • ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება