სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„როგორ შეიძლება სულ გამოცდები აბარებინო მასწავლებელს?!“ - საჯარო სკოლების დირექტორები მასწავლებელთა გამოცდების შესახებ
27-07-2021
-
+


მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასასრულს უახლოვდება. რამდენად კმაყოფილები არიან პედაგოგები და დირექტორები გამოცდებით. რას ფიქრობენ საგამოცდო სისტემაზე, მოსწონთ თუ არა არსებული ფორმატი - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ბაკურაძე:            

ჩემი სკოლიდან წელს, ოთხი პედაგოგი გავიდა გამოცდებზე. გამოცდებთან დაკავშირებით ინდივიდიუალურად ყველასთან არ მისაუბრია. საერთოდ, თავიანთი შრომით თავად კმაყოფილები არიან, მაგრამ შედეგები როგორი იქნება ჯერ არ ვიცით. ჩემი აზრით, გამოცდებმა და ამ რეფორმამ თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.

სკოლებში, ახალ მიდგომებთან დაკავშირებით ყველაფერია გაკეთებული, თუნდაც ტრენინგები და ეს გამოცდები. მასწავლებლებმა ახლებური მიდგომა რას ნიშნავს უკვე ვიცით. ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდეც. მე პირადად ყველაზე დიდ პრობლემად მოსწავლეების მოტივაცია მიმაჩნია. მასწავლებელს რა თქმა უნდა, აქვს გავლენა მოსწავლეზე, თუმცა გადამწყვეტი არა. მოსწავლის მოტივაციაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. სახელმწიფოზე და ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ინგა ასანიძე:

წელს მხოლოდ ერთი, დაწყებითის პედაგოგი გავიდა გამოცდაზე. დანარჩენ ოც პედაგოგს უკვე ყველას სტატუსი აქვს. ველოდებით, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ერთადერთი შენიშვნა, რაც პედაგოგმა თქვა, ის იყო, რომ გამოცდაზე ცოტა მეტი დრო შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ყველა კითხვაზე მოახერხა პასუხის გაცემა. მიმაჩნია, რომ გამოცდების ჩაბარება სტატუსის ამაღლების კუთხით უფრო საჭიროა, ვიდრე ის სქემები, რომელიც ადრე იყო.

ძალიან ბევრი წერა-კითხვა გვჭირდებოდა და უამრავი ბიუროკრატიული დეტალი იყო, რაც არ იყო მიზანშეწონილი. ჯობს, ჩააბარო გამოცდა და ის ცოდნა რაც გაქვს ბავშვებს მოახმარო. მიმაჩნია, გამოცდების ჩაბარება მეტად ლოგიკურია ვიდრე სქემები, თუმცა გააჩნია გამოცდაც როგორი იქნება. სტატუსის ასამაღლებლად ზაფხულის გამოცდებს ველოდებით, ვნახოთ რა და როგორ იქნება.

ჩემი თვალთახედვიდან, მიმაჩნია მასწავლებლების პროფესიული გადამზადება უფრო მიზანშეწონილია. ამდენი წელი, რომ მასწავლებელი ხარ, როგორ შეიძლება სულ გამოცდები აბარებინო ადამიანს?! სკოლაში, მასობრივად იმდენად ნიჭიერი და კარგი კონტიგენტია, რომ ყველა სიახლეს ძალიან კარგად ერგებიან და გამოცდები არ უნდა წყვეტდეს მასწავლებლის დონეს. ჯობს, გამოცდების ჩატარებას ისევ ტრენინგები ჩაუტარონ მასწავლებლებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი:

მასწავლებლებს არ გასჭირვებიათ გამოცდების ჩაბარება და ახლა მთელი ჯგუფი, ვინც ჯერ წამყვანი მასწავლებლები არ არიან, იბრძვის ამ სტატუსის მოსაპოვებლად. რა ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს და როგორც არ უნდა ჩატარდეს, ჩვენ არც ერთი არ დავიხევთ უკანო, ასე მეუბნებიან.

ტარიელ ქამშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლის დირექტორის შაქრო ქამადაძე: 

სკოლიდან გამოცდაზე რამდენიმე პედაგოგი იყო გასული. მათი ნაწილი კმაყოფილი დაბრუნდა. იმედი მაქვს ყველა შეძლებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას.  

კომპიუტერული სისტემა იციან, ფლობენ ეგ არ ქმნის პრობლემას. უფრო ზოგად უნარებში ექმნებათ დაბრკოლება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მასწავლებლები გადართული არიან გამოცდებისთვის მომზადებაში, მოსწავლისთვის არ რჩებათ იმდენი დრო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი ჯიჯიეშვილი:

საგამოცდო სისტემა გამართულია და თუ ცოდნა გაქვს, მაშინ გამოცდის ჩაბარებასაც შეძლებ. მე თვითონაც ჩავაბარე გამოცდები და მთელმა ჩემმა ოჯახმა. თუკი ცოდნა გაქვს, გახვალ და ჩააბარებ, არ არის პრობლემა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიამ გრძელიშვილი:

ჩემი სკოლიდან წელს, ორი პედაგოგი გავიდა. მოლოდინი კარგი გვაქვს, თუმცა სანამ პასუხებს არ გავიგებთ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. მე პირადად არც იმაზე მაქვს პრეტენზია რომ გამოცდები არ უნდა იყოს და არც იმაზე, რომ იყოს. ყველაზე კარგ გამოსავლად მასწავლებელთა სისტემატიური გადამზადება მიმაჩნია. ჩვენ უკვე გვაქვს დიპლომები აღებული და  არ ვფიქრობ, რომ კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია, თუმცა არც გამოცდების კატეგორიული მოწინააღმდეგე არ ვარ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება