სიახლეები
პიროვნება

N200 საჯარო სკოლა-პანსიონის განსხვავებული სამყარო - „აქ ბავშვებს სიყვარულით ანთებული თვალები აქვთ“
23-07-2021
-
+


N200 საჯარო სკოლა ერთადერთი სკოლა-პანსიონია თბილისში, რომელშიც ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეები არიან. საბაზო საფეხურის სკოლა-პანსიონში ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სწავლობენ. ისინი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რიცხვს განეკუთვნებიან და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მიდგომებით  იღებენ განათლებას... ამ სკოლაში განსხვავებული სითბო ტრიალებს, აქ ბავშვებს სიყვარულით ანთებული თვალები აქვთ; გულწრფელად უხარიათ, იცინიან და ემოციების ზღვას გასცემენ... N200 საჯარო სკოლა სულ სხვა სამყაროა, რომლის თითოეულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მარინე უჯმაჯურიძეს, ადამიანს, რომელიც 35 წელია, რაც სკოლა-პანსიონის დირექტორია.  

მარინე უჯმაჯურიძე:
1986 წლიდან ვარ N200 საჯარო სკოლის დირექტორი - 35 წელია. პირველად სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სკოლაში - ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ვიყავი და სპეციალური დავალებით გამიშვეს. ის შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს, სულ სხვა სამყარო დამხვდა, არა ისეთი, როგორიც რეალურად წარმომედგინა... 35 წლის მანძილზე მათზე საუკეთესო ბავშვები არ მინახავს, უფრო მეტიც, მგონია, რომ მათზე უკეთესები არ არსებობენ. იშვიათია ისეთ სითბო, როგორსაც ჩემი მოსწავლეები გამოხატავენ. საოცრად მგრძნობიარეები არიან, სიყვარულით ანთებული თვალები. მათთან ურთიერთობისას ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტყუილი და პირობის დარღვევა არ უყვართ, თუ ვინმე ასე მოექცევათ, მათ სიყვარულს დაკარგავენ.

- რამდენი ბავშვი ცხოვრობს პანსიონში და რამდენად რთულია მათთვის ოჯახიდან შორს ყოფნა?

- წელს 64 ბავშვი გვყავდა, აქედან 18 ცხოვრობდა პანსიონში. ეს ადგილი სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვებისთვის განათლება ხელმისაწვდომი იყოს. როცა შვილი მშობელს შორდება, ამ პროცესს ორივე მხრიდან ახლავს განცდები, მაგრამ ჩვენთან იმდენად ოჯახური გარემოა, რომ მალევე ლახავენ ამ პერიოდს. ზოგადად, ემოციური ბავშვები არიან და მაქსიმალურად ვცდილობთ, პანსიონს არ ჰქონდეს მხოლოდ, სკოლის სახე - ერთი დიდი ოჯახია. ერთი ბიჭუნა მყავს, რომელიც ყოველ დილით, მთელი კვირის განმავლობაში კითხულობს: დედა პარასკევს წამიყვანს? რა თქმა უნდა, მთელმა სკოლამ იცის, რომ ამ კითხვას ყოველთვის უნდა უპასუხონ. როგორც აღვნიშნე, მათ არ უყვართ პირობის დარღვევა, როცა მშობელი ჰპირდება წაყვანას, აუცილებად უნდა შეუსრულოს, თორემ მერე იწყება რიგი პრობლემები. პანსიონში თანამედროვე სტილის ოთახებია, სადაც ბავშვებს რეაბილიტაციის საშუალება აქვთ: სამკურნალო ფიზკულტურა, არტ-თერაპია, დრამის, მეტყველების თერაპია და ასე შემდეგ.

- რამდენად ახერხებენ მშობლები ამ პირობის შესრულებას?

- ყველანაირად ცდილობენ, უბრალოდ გვყავს სოციალურად დაუცველი ფენაც და მათ უჭირთ ხოლმე. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს მშობლებთან და თუ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას დახმარებას ვთავაზობთ - ბევრჯერ ყოფილა ფინანსურადაც დავხმარებივართ, რომ ბავშვისთვის მიცემული პირობა არ დაერღვიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მერე ბავშვი აღარ წამოყვება სკოლაში. თან აქ დარჩენილი ბავშვის ემოციების მართვაც რთულია.

- სკოლა-პანსიონის ფარგლებში, რამდენად მრავალფეროვანია მათი ცხოვრება?

- რაც პანდემია დაიწყო ვერიდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვების გაყვანას, ისე ხშირად უწევდათ სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული, თეატრში, კინოში, ექსკურსიებზე. ჩვენთანაც ბევრი სტუმარი მოდის ხოლმე. ამ ვირუსის გამო, თითქოს მოვწყდით რეალობას და სხვა ცხოვრება დავიწყეთ. პანდემიამდე აქტიურები ვიყავით ვდგამდით სპექტაკლებს, გვქონდა კონცერტები. წელს მე-9 კლასი საზეიმოდ გავაცილეთ, მინისტრიც დაესწრო ჩვენს გამოსაშვებ ღონისძიებას. გვყავს სპეციალური ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, გამარჯვებულები, ოქროს და ვერცხლის პრიზიორები, ჩემპიონები...მათი სტენდიც მაქვს სკოლაში.

- პანდემიიდან გამომდინარე, რა სირთულეები ახლდა 2020-2021 სასწავლო წელს?

- იყო სირთულეები, მაგრამ დავძლიეთ. ჩვენს ბავშვებს ყველაფერი ახალი ახარებთ, შესაბამსიად, დიდი სიხარულით შეხვდნენ დისტანციურ სწავლებას, თუმცა ეს პროცესი არ იყო მარტივი. როცა საკლასო ოთახში ტარდება გაკვეთილი, მასში ჩართულია სსსმ პირის ასისტენტი, რომელიც მოსწავლეს გარკვეული სირთულეების დაძლევაში ეხმარება. ონლაინ სწავლებისას კი ამ ფუნქციას ასრულებს დედა, ან ოჯახის წევრი. ამ მხრივ გვქონდა პრობლემა, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მშობელს არ შეეძლო ბავშვისთვის დახმარების გაწევა. კონტაქტური სწავლება ჩვენი მოსწავლეებისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, ვინაიდან მასში ჩართულია: მასწვლებლები, მასწავლებლის ასისტენტი, პერსონალური ასისტენტი და საჭიროების შემთხვევაში: ფსიქოლოგი, სპეცმასწავლებელი და თერაპევტი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეების 98 პროცენტი მაინც ჩართული იყო ონლაინ სასწავლო პროცესში. დარჩენილ 2 პროცენტს ვეკონტაქტებოდით ტელეფონით და თუ ესეც ვერ ხერხდებოდა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტით ვუგზავნიდით შესავსებ დავალებებს. ჩვენი ბავშვი ძირითადად ხელით საქმეზე არიან ორიენტირებულები,  მათთვის აუცილებელია ისეთი საკანცელარიო ნივთები, როგორიცაა: ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, ფანქრები. პანდემიის დროს საკანცელარიო მაღაზიები  დაკეტილი იყო, ამიტომ ჩვენ ბავშვებს მათთვის საჭირო ნივთები შევუკრიბეთ და გავუგზავნეთ სახლებში. 

- პანდემიის გამო, რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს სახლებში დაბრუნება მოუწიათ?

- არა, ჩვენ არ გვქონია ჰიბრიდული სწავლება, მხოლოდ ერთი დღით ერთი ბავშვი გადავიდა დისტანციურზე და მერე არდადეგებიც დაიწყო. სასწავლო წლის დასაწყისში, როცა ეს ბავშვები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა მათი ყოველდღიურად სახლებში დაბრუნება. ამიტომ, ჩვენ ვასრულებდით ყველა რეგულაციას, მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების. სადეზინფექციო და სხვა საშუალებებით დაგვეხმარა განათლების სამინისტრო და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“. უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა-პანსიონში არ გვქონია ინფიცირების შემთხვევა.

- რა ტიპის სახელმძღვანელოებით სწავლობენ ბავშვები, ქალბატონ მარინე?

- ჩვეულებრივი სასკოლო სახელმძღვანელოებით, რომლებსაც გვიგზავნის განათლების სამინისტრო. მერე მასწავლებელი ცდილობს ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მოარგოს თითოეული ინფორმაცია. სწავლება არის მრავალფეროვანი და საინტერესო, გამოიყენება ბევრი დამხმარე საშუალება, რომ ბავშვებმა მიწოდებული ინფორმაცია უფრო მარტივად აღიქვან. თუმცა, წიგნი, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, არ არის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელსაც სწავლებისას ვიყენებთ. მთელი წლის განმავლობაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომლის მონიტორინგსაც წლის ბოლოს ვაკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ წელს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ცუდი შედეგები არ გვქონია. ბავშვების უმეტესობამ კარგად გაართვა თავი სასწავლო პროგრამას და ყველა მათგანი გადავიდა შემდეგ კლასში.

- მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა იგეგმება სკოლა-პანსიონში?

- დიახ, სექტემბრიდან ჩავერთვებით, მასწავლებლებმა უკვე გაიარეს ტრენინგები. ასევე, ზოგიერთმა მათგანმა მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. შესაბამისად, ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ვხვდებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენი ბავშვებისთვის ზოგ შემთხვევაში რთულია, ამიტომ განათლების სამინისტრომ დამატებითი თავი შემქნა, სადაც ალტერნატიული სასწავლო გეგმაც არის განხილული. ეს კი უშუალოდ ჩვენს ბავშვებზეა მორგებული. ვიდრე მასწავლებლები შვებულებაში გავიდოდნენ შეიმუშავეს გეგმები, რომელიც კიდევ უფრო მორგებული იქნება ბავშვების შესაძლებლობებზე აღნიშნული მოდელის ფარგლებში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება