სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში მონაწილეობა ყველა მოსწავლისთვის და სკოლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა“ - რუსთავის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლენილია
23-07-2021
-
+


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულები და ერთმანეთს ჯანსაღ მეტოქეობას უწევენ.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი რუსთავში 16 ივლისს გაიმართა, II ეტაპი კი 21 ივლისს, ხოლო ფინალური ტური 28 ივლისს ჩატარდება.

რუსთავში ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა და ეს, რუსთავის N13 საჯაროს სკოლის მე-11 კლასელი, დავით დუგლაძე გახლავთ, რომელმაც 83 ქულით მოიპოვა გამარჯვება:

„ონლაინ რეჟიმში ცოტა რთული იყო კონკურსში მონაწილეობა, პირველი ეტაპის შედეგით არ ვიყავი კმაყოფილი. მეორე ეტაპზე უკეთ გავიარე ტესტი და ველოდი ათეულში მოვხვდებოდი, თუმცა გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი იყო. „ეტალონის“ კონკურსში უკვე მესამე წელია მონაწილეობას ვიღებ და შარშან ათეულშიც კი მოვხვდი“.

გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატება რუსთავის N13 საჯაროს სკოლის დირექტორმა, ლელა ქურდაძემ მიულოცა:

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ „ეტალონი“ მართლაც გამორჩეული ინტელექტუალური კონკურსია. ჩვენი სკოლა ყოველწლიურად ერთვება ამ კონკურსში და გარკვეული წარმატებები ადრეც გვქონდა, მაგალითად მოსწავლეების პირველ ათეულში მოხვედრა. და აი, წელს უკვე  ონლაინ კონკურსზე რუსთავის „ეტალონი მოსწავლე“  ჩვენი დავით დუგლაძე გახდა, რაც ჩვენთვის  ძალიან სასიხარულო და საამაყოა. მინდა გითხრათ, რომ დავითი  წარჩინებული მოსწავლეა. მეორე ეტაპში ყველა სკოლიდან წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ და ამიტომაც განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა დავითის გამარჯვება. მან აჩვენა, რომ ქალაქში საუკეთესოთა შორის საუკეთესო გახლავთ. დავითს ფინალურ ტურში ღირსეულ მონაწილეობას და გამარჯვებას ვუსურვებ. აქვე ვიტყოდი, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა ყველა მოსწავლისთვის და სკოლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთან დიდი ემოციების, სიხარულის მომტანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ახალგაზრდებში ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, განათლების პოპულარიზაციას და სწავლისადმი მოტივაციას ამაღლებს. კიდევ ერთხელ და მრავალგზის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს“.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა თამთა გაბუნიამ:

„ჩვენი ცენტრი უკვე მერამდენე წელია ამ ჩემპიონატის გულშემატკივარი და მხარდამჭერია. ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის კონკურსები ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, ჯანსაღი კონკურენციის გარემო იქმნება და რა თქმა უნდა მათთვის ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობთ, „ეტალონთან“ კიდევ ბევრ წელს ვითანამშრომლებთ. მიუხედავად კონკურსის ონლაინ ფორმატში ჩატარებისა, ყველაფერმა წარმატებულად ჩაიარა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება