| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სასკოლო-სასწავლო ნაკვეთიდან ხორბლის პირველი მოსავალი აიღეს.
„მკათათვე ხარობს და ზეიმობს დეხვირის საჯარო სკოლაში. სასკოლო-სასწავლო ნაკვეთი სკოლის ცხოვრების ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილი გახდა.
საუკუნეების შემდეგ ხორბლის პირველი მოსავალი ავიღეთ მშობლიური მიწიდან.
დღეიდან ზანდური, მახა, გვაწა ჩვენი სკოლის კიდევ ერთი სიმდიდრე და სიამაყეა.
მერე რა, რომ ზაფხულია, სკოლა ცხოვრობს უწყვეტ რეჟიმში, საინტერესო და სახალისო აქტივობებით ხარობს, ლაღობს და თავს იწონებს ისტორიული სკოლის ეზო-კარი-მიდამო და ბაღ-ბოსტანი“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა