სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დაერიცხებათ მასწავლებლებს ზაფხულის საშვებულებო ანაზღაურება და სახელფასო დანამატი
24-06-2021
-
+


სასწავლო წელი დასრულდა. სანამ საზაფხულო შვებულება დაიწყება, მასწავლებლები ინტერესდებიან, როდის დაერიცხებათ ზაფხულის საშვებულებო ანაზღაურება და სახელფასო დანამატები.

როგორც ყოველთვის, ახლაც ჩვენ შევეცადეთ პედაგოგებისთვის აქტუალურ კითხვაზე პასუხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიგვეღო.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, 5 ივლისამდე დაერიცხებათ პედაგოგებს საშვებულებო ანაზღაურება, ისინი  ივლისისა და აგვისტოს ხელფასს ერთად მიიღებენ.

ამასთან, ივნისის ბოლოს ყველა საჯარო სკოლა სრულად მიიღებს ივლისი-აგვისტოს ვაუჩერულ დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც გასცემენ მასწავლებელთა საშვებულებო ანაზღაურებას. შესაბამისად, სკოლები რიცხავენ  მასწავლებლების ზაფხულის შვებულების თანხას.

რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, როგორც წესი, სკოლებში დანამატის თანხაც 5 ივლისამდე ირიცხება და მოსალოდნელია, რომ წელსაც ანალოგიურად იქნება.

ცნობისთვის, პედაგოგების სტატუსის დანამატები ყოველთვიურად ანგარიშდება სკოლების ინფორმაციის საფუძველზე და დამატებითი დაფინანსების სახით ერიცხება სკოლებს. ყოველთვიური გაანგარიშება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პედაგოგის მიერ იმ თვეში ფაქტობრივად ჩატარებული ყველა საათი გათვალისწინებული იყოს და თითოეულმა სრულად მიიღოს შესაბამისი დანამატი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება