სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„დირექტორის მოტივაციაა ბედნიერი და წარმატებული მოსწავლე“ - დალი გაბრიჭიძე, კოდის საჯარო სკოლის დირექტორი
17-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვასილ ბარნოვის სახელობის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, კოდის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დალი გაბრიჭიძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის ემოციურად ტკბილ-მწარე მოგონებებს აღმიძრავს,წელს სკოლიდან 34 გამოშვება გავაცილე და ყველას იმ სარკმლიდან ვაცილებ, იმ ემოციით რაც მე მქონდა 44 წლის წინ როცა მეგონა ჩემთვის სამუდამოდ დაიხურა სკოლის კარი...

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- მოტივირებულ მოსწავლეს, გაწეული შრომით კმაყოფილ მასწავლებელს, მაღალი თანამშრომლობითი კულტურის პედაგოგებს და დირექციას, უსაფრთხო გარემოს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- პირველ კლასში მოსწავლედ და სკოლაში მასწავლებლად შესვლა.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოსწავლის წარმატება მხოლოდ ოჯახისა და სკოლის ერთობლივი მუშაობით მიიღწევა.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მოსწავლე ასაკის მიხედვით ირჩევს მოდელებს, ზოგჯერ ეს მოდელი მშობელი ან მასწავლებელია.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ბედნიერი და წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, კმაყოფილი მშობელი.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

- არა მარტო ცოდნა მივცეთ მოსწავლეებს, არამედ - ვასწავლოთ ამ ცოდნის გამოყენება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება