სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის სევდანარევი სიხარულია“ - ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი
15-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო თემაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის - ნელი სულხანიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . . 

- სევდანარევი სიხარულია. სევდა-დაფრთიანებული მოსწავლეების გარეშე ყოფნა. სიხარული - ახალი თაობის შემოდინება სკოლის კედლებში და  განახლებული ენერგიით დაწყება სასწავლო წლის. 

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . . 

- მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის კარგი გარემოს შექმნა; პროფესიონალური და მაღალზნეობრივი კადრებით დაკომპლექტება. 

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . . 

- მოსწავლეთა და მასწავლებელთა სკოლის კედლებში სწავლის გაგრძელების სიხარული კოვიდით გამოწვეული პანდემიის გამო. 

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . . 

- და აუცილებელია მოსწავლის წწავლისა და აღზრდის პროცესში ჩართულობისათვის. სკოლისა და ოჯახის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . . 

- ყველა ის ადამიანი, ვისთანაც უწევს ურთიერთობა. ეს არის მშობელი, მასწავლებელი და სკოლის მიერ აღზრდილი სამაგალითო ადამიანები. ამიტომ, ვცდილობთ მივცეთ კარგი ურთიერთობებისა და პირადი მაგალითი თითოეულმა ჩვენგანმა. 

- დირექტორის მოტივაციაა. . . 

- საქმიანი და სახალისო გარემოს შექმნა, წარმატებული მოსწავლეები, საინტერესო და აქტუალური პროექტები და გამარჯვებები. 

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . . 

- მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობა სკოლის და სასკოლო საზოგადოების ყველა რგოლს შორის. მშობელთა აქტიური ჩართულობისათვის სასკოლო ცხოვრებაში ხელშეწყობა სხვადასხვა ღონისძიებებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება