სიახლეები
სამასწავლებლო

„ადამიანი, რომელიც ​პედაგოგობას გადაწყვეტს საკუთარ ცოდნას უნდა შეავლოს თვალი და გაიაზროს, მზად არის თუ არა ამისთვის “-ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2021
-
+


განათლების სფროში არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ კომპეტენტური ადამიანების მოსაზრება უაღრესად მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როდესაც აქტუალურ თემებს სკოლის დირექტორები ეხმაურებიან. ვინ, ვინ და, მათ ყველაზე უკეთ უწყიან პედაგოგებსა თუ მოსწავლეებთან დაკავშირებული თითოეული ნიუანსი და მათი გადაწყვეტის გზებზეც სრულიად ობიექტურად, პროფესიული კუთხით მსჯელობენ. ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ლომიძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- როგორც ყველა სკოლა, ჩვენც ვემზადებოდით ახალი საწავლო წლის დასაწყებად, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გარემო შემოგვეჩეხა. საერთოდ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ოდესმე სკოლა მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგებოდა. რა თქმა უნდა, თავიდან გაგვიჭირდა, იყო რაღაც ერთგვარი დაბნეულობაც, მაგრამ დროულად მოვძებნეთ გამოსავალი. ყველა პედაგოგი აქტიურად ჩაერთო პროცესში რომ გაგვეაზრებინა, თუ როგორ დაგვეგეგმა სასწავლო პროცესი.

ჩვენ შემთხვევაში საქმეს აადვილებდა ის ფაქტი, რომ სკოლის პედაგოგებს არ უჭირთ ტექნოლოგიების გამოყენება. მასწავლებლებს გაუადვილდათ მესენჯერ ჯგუფების შექმნა, მოსწავლეები ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ, ყურადღება გადავიტანეთ მშობლების ჩართულობაზე, რის გამოც მინდა ყველა მშობელს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისათვის. იყო პრობლემა ინტერნეტის მიუწვდომლობის გამო, იყო რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც არ ქონდათ შესაბამისი მოწყობილება, ამიტომ სკოლაში არსებული კომპიუტერები გადავეცით დროებით. იყო შემთხვევები, როცა  სკოლის პედაგოგები, კლასის ხელმძღვანელები, უაქტიურებდნენ მოსწავლეებს ინტერნეტს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველამ გაითავისა არსებული სიტუაცია და ცდილობდა როგორმე გვერდში დაგვდგომოდა 115 მოსწავლიდან არ გვყავდა მოსწავლე, რომელიც არ იყო ჩართული სასწავლო პროცესში.

იქ სადაც იყო ინტერნეტის პრობლემა მასწავლებლები სატელეფონო კომუნიკაციას ამყარებდენ მოსწავლეებთან და უხსნიდენ გაკვეთილს, პრობლემა იყო ის ფაქტიც, რომ მესენჯერ ჯგუფი ვერ იტევდა მოსწავლეებს და ხშირად ამის გამო მასწავლებელს უხდებოდა დარჩენილ მოსწავლეებთან დაეგეგმა მეორე შეხვედრა გაკვეთილების შემდეგ. ჩვენ ყოველი დღის ბოლოს ვერთვებოდით მასწავლებლებს მესენჯერ ჯგუფის საშუალებით და ვაანალიზებდით სიტუაციას, თუ რამ იქნებოდა ახალი ვუზიარებდით ერთმანეთს. საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია სამინისტროს მიერ შემოთავაზებულმა პლატფომებმა მაგ (teamsis) შესაძლებლობა მიეცა მასწავლებელს მიეღო უკუკავშირი მოსწავლისაგან, ჩართულიყო ყველა მოსწავლე ერთდროულად. ასევე დიდად დაგვეხმარა სატელევიზიო სკოლამაც. ვერ ვიტყვი, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არსებული  შესაძლებლობები რის საშუალებასაც იძლეოდა გამოვიყენე, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სკოლის პედ.კოლექტივს, მშობლებსა და ჩვენს მოსწავლეებს.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- რა თქმა უნდა ამ გამოწვევას ვერანაირად ვერ გავუმკლავდებოდით, რომ არ ყოფილიყო მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, უპირველესად მასწავლებელს უწევდა გაკვეთილის ჩატარება მშობელთან ერთად, ამიტომ მშობელმა დაინახა არსებულ სიტუაცია და ხედავდა რამდენად სჭირდებოდა მისი თანადგომა შვილს. ჩემი აზრით ამ სიტუაციამ დაახლოვა სკოლა და მშბელი ყოველდღიურ საზრუნავად აქცია, მშობელმა დაინახა რამდენად იხარჯება მასწავლებელი გაკვეთილზე, რომ შედეგს მიაღწიოს გაჩნდა უფრო მეტი ნდობის საკითხი, დაინახა თავისი ადგილი თავისი შვილის გვერდით და მართლაც შეიქმნა სკოლისათვის სასურველი გარემო მასწავლებელი,მოსწავლე მშობელი  რაც ნამდვილად აკლდა ჩვენს სკოლებს, ვისურვებდი რომ შევინაჩუნოთ ეს ურთიერთობა მომავალშიც.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს პედაგოგობას და ის გაიაზრებს, რომ უნდა იყოს მასწავლებელი, უპირველესია საკუთარ ცოდნას შეავლოს თვალი და გაიაზროს მზად არის ამისთვის თუ არა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, აუცილებელია იყო შენი საგნის მცოდნე და აცნობიერებდე შენს პასუხისმგებლობას.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველას, ვინც ცდილობს მოიპოვოს უფლება იყოს პედაგოგი. აქვე მინდა ვთქვა, რომ არაპროფესიონალი პედაგოგის ყოფნა ულახავს ავტორიტეტს სკოლის კოლექტივს. ამ გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მზად უნდა იყოს პედაგოგი, რომ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს.

კომპეტენციის დადასტურების ასეთი ფორმა იქნება თუ სხვა სახის, არა მგონია, მას ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ყველა შემთხვევაში მასწავლებლისგან ითხოვს ცოდნას, ამას როგორი ფორმით მოითხოვ რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია მასწავლებელი მზად იყოს ამისთვის. თუ დავინახავთ, სამინისტრომ  დიდად შეუწყო ხელი პედაგოგებს, მისცა რამდენიმე შანსი, ახლა ჯერი მათზეა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- პროფესიის არჩევაში უფრო მეტად ჩნდება ერთი ფაქტორი, რომ ადრე უფრო მეტად ჩართული იყო მშობელი მოსწავლე ვერ იღებდა და გადაწყვეტილებას, ბოლო დროს ვხედავთ ამ მხვრივ თავისუფალია მოსწავლე. აქვს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების საშუალება,  რაც ნამდვილად მისასალმებელია. სახელმწიფოებრივმა მიდგომამ ამ საკითხის მიმართ თავისი როლი შეასრულა. არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია, პროფესიული სასწავლებლის დიპლომით იმაზე უკეთ დაგეგმო შენი მომავლი, ვიდერე სხვა უნივერსიტეტის დამთავრთავრებით. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან პროფესიულ სასწავლებლებში, იღებენ სხვადასხვა პროფესიებს, რისი საშუალებაც ადრე ნამდვილად არ იყო. მოსწავლეები ორიენტაციას აკეთებენ  იმ პროფესიებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია. 
 
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- როცა ამ საკითხს ვეხებით კარგად უნდა დავფიქრდეთ, ერთიცაა და მეორეც, ვიღაც ხედავს რომ მისი შვილი ამისთვის მზადაა, მაგრამ მთლად ასეც არაა, ჩემი მუშაობის პრაქტიკამ მაჩვენა რომ ზოგჯერ მოსწავლე, რომელიც შემოდის პირველ კლასში უჭირს გამარათული მეტყველება სწორედ ვერ წარმოთქვავს სიტყვებს და მსგავსი რამდენიმე მაგალითი მქონია სკოლაში, ამიტომ როცა ვსაუბრობთ, კარგად დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და გადაწყვეტილებებიც ისე მივიღოთ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება