სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„დირექტორი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში“- არჩილ მარკოიძე, პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი
11-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მისთვის მოტივაცია? და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად?- ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ მარკოიძე პასუხობს. 

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- არის სასიხარულო, თუ კი სკოლას აქვს წარმატებები, მომავალი თაობის აღზრდა განვითარებაში. სასწავლო წლის დასრულება მნიშვნელოვანია ვინაიდან სკოლის მუშაობა ამ დროს უფრო მეტად ჩანს. 

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- როდესაც სკოლა აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, როგორც მატერიალურ ტექნიკური თვალსაზრისით, პედაგოგიური კადრების მაღალი კვალიფიციურობით და მოსწავლეთა სიყვარულს სკოლისადმი.

- გამორჩეულად მახსენდება... 

- სკოლის ის პირველი პერიოდი როდესაც ვიყავით ონლაინ- რეჟიმში. გვენატრებოდა კოლეგებთან ურთიერთობა, ძნელი იყო ბავშვებთან დაშორება, სკოლა ჩვენი ოჯახია.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ოჯახი დარწმუნებული უნდა იყოს, მისი შვილის ბედი საიმედო ადამიანების ხელშია, და მშობელმაც ხელი უნდა შეუწყოს სკოლას იმისათვის რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს მოსწავლის სასიკეთოდ.  

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- თითოეული ქმედება, რაც მომდინარეობს სკოლის დირექტორისა და მასწავლებლებისგან მოსწავლისთვის უნდა იყოს სამაგალითო.

- დირექტორის მოტივაციაა...

- დირექტორის მოტივაცია არის მთავარი სასკოლო ცხოვრებაში. დირექტორი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, შეუქმნას სკოლაში ყველას ხელსაყრელი სასწავლო გარემო. 


- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური მასწავლებლები. მოსწავლე დაინტერესებული უნდა იყოს მასწავლებლის საუბრით, სკოლაში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და რაც მთავარია ნდობა ერთმანეთის მიმართ.

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება