სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს გამოცდებით“- ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დანელია
07-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს და რა რჩევას აძლევს მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის მსურველებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge- სთან ინტერვიუში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ დანელიამ ისაუბრა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- პანდემიიდან გამომდინარე 2020-2021 სასწავლო წელი რთული და დიდი გამოწვევების წელი იყო. მასწავლებლებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო რამდენჯერმე მოგვიწია სწავლების სრულ დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა, რამაც მოითხოვა სკოლის მხრიდან ძალების სრული მობილიზაცია,სკოლამ მოახერხა მაქსიმალურად ჩაერთო მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში. აღვნიშნავდი დამრიგებლების დიდ როლს აღნიშნულ პროცესში. სკოლის დირექციამ სრულად გამოიყენა თავისი მდიდარი ტექნოლოგიური რესურსები.

გამოწვევების და პრობლემების დაძლევაში მე და ჩემს მასწავლებლებს დიდად დაგვეხმარა წინა წლის გამოცდილება, მასწავლებლების მიერ ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება და მათმა თავდადება და პროფესიისადმი სიყვარული.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- დისტანციურმა სწავლებამ ერთი კარგი შედეგი გვიჩვენა: მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო საქმიანობაში. სოციალური ქსელების საშუალებით მაქსიმალურად ეკონტაქტებოდნენ მასწავლებლებს და კლასის დამრიგებლებს, იგებდნენ მათგან საინტერესო ინფორმაციებს თავიანთი შვილების შესახებ და ჩართული იყვნენ მათ სასწავლო პროცესში.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელებს  მასწავლებლებს ვურჩევდი მაქსიმალურად მოახდინონ გამოცდებზე კონცენტრაცია და ნუ აყვებიან ემოციებს. მე მჯერა, რომ გამოცდაზე გამსვლელთა ძალიან დიდი ნაწილი ამ ბარიერს გადალახავს და გააგრძელებს საქმიანობას.

ჩემი, როგორც დირექტორის აზრით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები აუცილებლად  უნდა დასტურდებოდეს გამოცდებით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ვფიქრობ, ახალგაზრდების პროფესიისადმი არჩევანი შეიცვალა. თუ წინა წლებში ძირითადად ჰუმანიტარული მიმართულებები დომინირებდა, წელს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა მაგალითზე შიძლება ვთქვა, რომ არჩევანი გამრავალფეროვანდა. სკოლა დაამთავრა 13-მა მოსწავლემ, ამათგან 12 აბიტურიენტია. მათ მიერ არჩეული პროფესიებია: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა,ფილოლოგია,უცხო ენები და სხვა.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ჩემი აზრით პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი უნდა განისაზღვრებოდეს ისე როგორც განისაზღვრებოდა ადრე, ანუ წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე. არამგონია ის 4 თვე გადამწყვეტი იყოს პირველ კლასში შემსვლელთათვის.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება