სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული განათლების ბაზაზე შესაძლებელი გახდება სკოლის ატესტატის ეკვივალენტი დოკუმენტის აღება
20-12-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდეგაც, მოზარდი, ზოგადი განათლების ატესტატის ეკვივალენტურ სერთიფიკატს მიიღებს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროფესიულ განათლებას დიდი ყურადღება დაეთმობა:

„განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შორის კავშირები. დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები. მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამის დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ მიიღონ სკოლის ატესტატის ეკვივალენტური სერტიფიკატი. დღეს ოჯახების უმეტესობას, სურს შვილმა ჩააბაროს უმაღლესში და არა პროფესიულ კოლეჯში. გვჯერა, რომ უნივერსიტეტების ბაზაზე, პროფესიული სკოლების გახსნით და უმაღლესი პროფესიული განათლების დამკვიდრებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ პროგრამებში ჩართული სტუდენტების რიცხვი“, - განაცხადა მიხიელ ჩხენკელმა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება