სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა გადამზადების პროგრამა დასრულდა
19-12-2017
-
+


საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთა კალათბურთის განხრით გადამზადების პროცესი დასრულდა. 

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა და მიზნად სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგთას ხვადასხვა სპორტის სახეობების ძირითადი საფუძვლების ათვისებას ისახავდა.

სპორტისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ზემოთხსენებული პროექტის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადამზადების სპეციალიური პროგრამა შეიმუშავა – სახელწოდებით: „კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგთათვის“. აღნიშნული პროგრამის მიხედვით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 650 სკოლის მასწავლებელს ჩაუტარდა საკალათბურთო სემინარები.

პროგრამა დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში განხორციელდა, სადაც ჯამში 500-ამდე პედაგოგი გადამზადდა.

დასკვნითი სემინარები თბილისში ჩატარდა, სადაც თავი მოიყარეს დედაქალაქის საჯარო სკოლებში მომუშავე 40-ამდე პედაგოგმა. მათ სემინარი საკალათბურთო „აკადემიისა“ და 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ მწვრთნელმა ზვიად დიდბარიძემ ჩაუტარეს. ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებმა ასევე მოისმინეს სემინარი 3X3 კალათბურთში, რომელიც მათ კალათბურთის ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ გურგენიძემ ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ წლეულს3X3 კალათბურთს ოლიმპიური სახეობის სტატუსი მიენიჭა და სპორტის ამ დისციპლინაში 2020 წელს იაპონიაში ოლიმპიური მედლებისკომპლექტი გათამაშდება.

თბილისში გამართულ სემინარებში მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები და საკალათბურთო ლიტერატურა: ფიბა-ს სპეციალური სახელმძღვანელოები და 3X3 კალათბურთის წესების ბუკლეტები გადაეცათ. პედაგოგები სერთიფიკატებით პროგრამის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაგი კვერენჩხილაძემ დააჯილდოვა. პროგრამაში მონაწილეობისა და სემინარების წარმატებით ჩატარებისთვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნოდარ ავალიშვილმა კალათბურთის სპეციალისტებს – გია კაზანჯიანს, ზვიად დიდბარიძეს და გიგა გურგენიძეს სერთიფიკატები გადასცა.

ნოდარ ავალიშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი:

„პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და დღეს თბილისში დასრულდა. მასში მონაწილეობა 600-ზე მეტმა ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა მიიღო, რომლებმაც კალათბურთის ძირითადი საფუძვლების შესახებ კომპეტენტური მწვრთნელებისგან სემინარები მოისმინეს და შესაბამისი სერთიფიკატებიც მიიღეს. აღნიშნული პროგრამა მომავალ წელს გაგრძელდება და კვლავ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. მინდა მადლობა ვუთხრა პროგრამის ყველა მონაწილეს გაწეული სამუშაოსთვის“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება