სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუღანლოს საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს ემშვიდობება
19-05-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს ემშვიდობება. კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო პედაგოგებმა დამამთავრებელი კლასი, ტრადიციულად, საზეიმოდ ვერ გააცილეს. დირექცია მეთორმეტეკლასელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციას აცნობს.

„მე-12 კლასელებო! 20 მაისი თქვენთვის ბოლო საწავლო დღეა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს დღე სათანადოდ ვერ აღინიშნება. აქვე გიზიარებთ სამინისტროს მიერ მოწვდილ ინფორმაციას „ბოლო ზარის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

„ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ამ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დასაშვებად მიგვაჩნია, მე-12 კლასის მოსწავლეთათვის სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებისა და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-227/ო ბრძანების 37-ე დანართის შესაბამისად.

სასურველია მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუ სკოლას ამის შესაძლებლობა ექნება. შეგახსენებთ, რომ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია. აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვისას არ ჩაითვალა მიზანშეწონილად სკოლის/მშობლების მიერ დაორგანიზდეს და განხორციელდეს მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობები, მათ შორის ექსკურსიები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება