სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელმა თავად გადაწყვიტოს, როგორ აღადგენს გამოტოვებულ პროგრამას“
18-05-2021
-
+


აღდგომის შემდგომ, დაუგეგმავმა ლამის ორკვირიანმა არდადეგებმა წამოჭრა საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვა - რამდენად მოესწრებოდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გავლა და ხომ არ დადგებოდა სასწავლო წლის გახანგრძლივების აუცილებლობა? - განათლების სამინისტროში იმთავითვე გარკვევით განაცხადეს, რომ სასწავლო წელი არ გახანგრძლივდებოდა; სამაგიეროდ, საჯარო სკოლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც გადაეგზავნათ და 2020-2021 სასწავლო წელიც ასე, სეკვესტრირებულად ჩამთავრდება, კომპლექსური დავალებების ხარჯზე, რასაც ე.წ. მესამე თაობის ესგ ითვალისწინებს.

ამის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი კითხვაზე - უქმეების შემდეგ, რა ცვლილებები შევა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და როგორ ამოწურავენ სასწავლო პროგრამას სკოლები?! - მაინც არ არსებობს. ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაია კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პედაგოგებმა თავად უნდა მიიღონ:

„დამატებითი უქმე დღეებიდან გამომდინარე, სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, მასწავლებლებმა თავად გადაწყვიტონ, გამოტოვებული პროგრამის აღდგენისთვის მოხდება პროგრამის შემჭიდროებული გავლა, გარკვეული საკითხების გამთლიანება თუ კომპლექსური დავალებების საშუალებით არ ჩამორჩებიან.

ყველა მასწავლებელმა თავის საგანში, თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა აღადგინოს გამოტოვებული პროგრამა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება