სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​„ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ჩვენს გვერდით დიდხანს ყოფნას“ - ახაშნის საჯარო სკოლის პედაგოგ კლარა დურგლიშვილს 80 წელი უსრულდება
04-05-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლის მოქმედი პედაგოგი კლარა დურგლიშვილია, რომელსაც 5 მაისს 80 წელი უსრულდება.

უსაყვარლეს კლარა მასწავლებელს, იუბილეს ულოცავს ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი Etaloni.ge-ს საშუალებით:

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახაშნის საჯარო სკოლის მოქმედ პედაგოგს, კლარა დურგლიშვილს 5 მაისს უსრულდება დაბადებიდან 80 წელი და ამავე სკოლაში მოღვაწეობის 55 წელი! ვულოცავთ ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს. იგი დღესაც გასაოცრად ენერგიულად, ნაყოფიერად და დაუღალავად აგრძელებს თავისი საყვარელი საგნის, მათემატიკის სწავლებას და ტოლს არ უდებს მის გვერდით მომუშავე ახალგაზრდებს. ის არის დიდი მოტივატორი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება დაიღალო საყვარელი საქმის კეთებით!

კლარა მასწავლებელს კვლავ და კვლავ ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ჩვენს გვერდით დიდხანს ყოფნას“!

იხილეთ ფოტო

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება