| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოფელ ბოდბის საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლე ფულის მოპარვაში დაადანაშაულა და მის გასაჩხრეკად სახლშიც მივიდა. თუმცა როგორც სკოლის დირექტორი ქეთევან გივიშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, სათვალთვალო კამერებით მოპარვის ფაქტი არ დადასტურებულა.
ქეთევან გივიშვილის თქმით, ფაქტის გაგების შემდგომ მან სამართალდამცავებთან დარეკა, თუმცა არ იცოდა, რომ პედაგოგი სკოლიდან მოსწავლესთან სახლში წავიდა.
„ფულის მოპარვა არ დაფიქსირდა. არ ვიცი იპოვა თუ არა, თუმცა ეს ყველაფერი საგაკვეთილო დროის შემდგომ მოხდა, მასწავლებელიც სახლში იყო, მოსწავლეც. პედაგოგი მოვიდა და მთხოვა, რომ გადამეხვია კამერები და მენახა, მაგრამ ბავშვს არ უდასტურდება (მოპარვა). ამის შემდგომ დავუკავშირდი ბავშვის მშობელს და გვითხრა, რომ არ უპოვიათ თანხა. გამოვიძახე პოლიცია, რომელიც ბავშვთანაც მივიდა და პედაგოგთანაც. დანარჩენი რა მოხდა აღარ ვიცი. ბავშვთან სახლში რომ იყო, ესეც არ ვიცოდი. მეც მაინტერესებს და ძიების პროცესში ვარ. დასამალი არაფერი მაქვს“, - განაცხადა დირექტორმა.
მისივე თქმით, პედაგოგმა, რომელიც მეოთხე კლასის დამრიგებელი იყო, ფაქტის შემდეგ განცხადება დაწერა და სადამრიგებლო კლასს ჩამოშორდა.
„პედაგოგი კლასის ხელმძღვანელის პოზიციაზე აღარ არის. დილით თვითონვე შემოვიდა დაწერა განცხადება, რომ გათავისუფლებულიყო დამრიგებლობიდან. დანარჩენი, სამართლებრივად როგორც გაგრძელდება იმის მიხედვით მოვიქცევი“,- განაცხადა დირექტორმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას