სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სოციალური მუშაკის ინტეგრირება ყველა სკოლაში აუცილებელია“ - ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე
27-04-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, როგორ უნდა დაძლიონ სკოლებმა მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორის, გულნაზი ჭელიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?


- სკოლა ბავშვის ცხოვრებისა და განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თანამედროვე ცხოვრებაში სკოლა არამხოლოდ განათლების, არამედ ბავშვის პიროვნული და სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანესი ადგილია. ამავდროულად, სკოლებში იზრდება ბავშვების ნაწილი, რომლებიც ადრე ვერ/არ დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღესდღეობით, ისინი უფრო და უფრო ერთვებიან განათლების სისტემაში.  ესენი არიან, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობისა და დასწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეები, ასევე, ბავშვები მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის მქონე ოჯახებიდან და სხვადასხვა უმცირესობას მიკუთვნებულები.

კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მათი სოციალური მხარდაჭერა გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და განათლების მიღების ხარისხზე, აგრეთვე სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი პრობლემების პრევენციისა და რეაგირებისათვის, როგორებიცაა: მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვება სავალდებულო საფეხურის დასრულებამდე, ბულინგი და ძალადობა. სოციალური მუშაკი, ჩემი აზრით, ყველა სკოლაში უნდა იყოს.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული რეაგირება, დღევანდელი პანდემიის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლა სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისათვის მზად არის.          

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- ამ მოსწავლეთა ჯგუფს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც ფორმალურად რეგისტრირებული არიან, მაგრამ  სხვადასხვა მიზეზის გამო არ არიან სასწავლო პროცესების თანამონაწილენი, მაგალითად, ხშირად აცდენენ ონლაინგაკვეთილებს, არ ასრულებენ საშინაო დავალებას, არ აქვთ არანაირი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, რომ დისტანციურ სწავლებაში ჩაერთონ. სტატუსის შეჩერებამდე ამ პროცესში ჩართულია: კლასის ხელმძღვანელი, მშობელი და სკოლის დირექცია. ჩემი აზრით, მოსწავლეებზე უნდა ჩატარდეს კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთება ყველაზე დიდი საჭიროება და ამ საჭიროებიდან გამომდინარე, აკადემიურად ჩამორჩენილ და გამცდენ მოსწავლეებზე სტატუსის შეჩერებამდე გავთვლით ყველა რისკს.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის გარეშე. პანდემიამ გვასწავლა როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე დამდგარ სირთულეებს და დაგვანახა ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ როგორი აუცილებელია მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის თანადგომა გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

პანდემიამ აიძულა სკოლები და სასწავლებლები ტრადიციული სწავლების ფორმა შეეცვალათ ინტერნეტზე დაფუძნებულ ონლაინ რეჟიმით. დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი პლუსი და ძლიერი მხარე, ვფიქრობ, ის არის, რომ ცხოვრების გართულებულ სიტუაციებში ის ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს.

უპირველეს ყოვლისა, დისტანციური სწავლების დროს არსებობს ერთგვარი ასაკობრივი შეზღუდვები და მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ერთნაირი ეფექტურობით ვერ ხერხდება და იწვევს ტექნიკაზე მიჯაჭვულობის გაძლიერებას. სწავლების ეს ფორმა ბავშვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდული გვაქვს დიდსაც და პატარასაც. დისტანციურ სწავლებას, რომელიც დღეს ასე აქტიურად გამოიყენება, აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, მასში შეიძლება, როგორც ბევრი დადებითის, ასევე უარყოფითის პოვნაც.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება