სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თამარ მეფის პერსონა ინგლისურ ტელეჟურნალისტიკაში“- მედიაწიგნიერებაზე ორიენტირებული გაკვეთილი გორისის საჯარო სკოლაში
16-04-2021
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და რაც მთავარია, არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. რაც მთავარია, მოსწავლეები ჩართულები არიან როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სხვადასხვა აქტივობაში.

გორისის საჯარო სკოლაში ჩატარდა გამჭოლ კომპეტენცია - მედიაწიგნიერებაზე ორიენტირებული ინტეგრირებული გაკვეთილი. გაკვეთილის თემა: „თამარ მეფის პერსონა ინგლისურ ტელეჟურნალისტიკაში". გაკვეთილის ჩატარების ინსპირაცია იყო BBC-ის მიერ გადაღებული ფილმი: Queen Tamara: The myth of e perfeqt ruler  

გაკვეთილი დაიწყო სამოტივაციო სახალისო აქტივობით: „გამოიცანი პერსონა“. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ ფოტოზე გამოსახული, მსოფლიოში ცნობილი ლიდერი ქალები. მათ შორის ბოლო იყო თამარ მეფე, რითაც აქტივობა პირდაპირ დაკავშირდა გაკვეთილის მთავარ თემასა და მიზანთან. 
მეორე აქტივობა: ფილმის ჩვენება პაუზებით. ყოველ 3-5 წუთში მოსწავლეები თარგმნიდნენ ინფორმაციას და ავლებდნენ პარალელებს უკვე ნასწავლ და ფილმში გაგებულ ინფორმაციას შორის. 

მესამე აქტივობა: ინტერაქტიულმა დისკუსიამ შეაჯამა გაკვეთილის მთავარი სათქმელი და გაეცა პასუხი მთავარ კითხვებს: 

1. რა არის მედიაწიგნიერება? 

2. რამდენად სანდოა მედია? იყო თუ არა გამოყენებული წყაროები ავთენტური? 

3. რა არის კიბერუსაფრთხოება? 

გაკვეთილზე გამოყენებული იყო სახალისო აქტივობა „სიტყვაბურთი“. გაკვეთილის ბოლოს შეაფასეს გაკვეთილი. რომელიც იყო საინტერესო და სახალისო. 

გაკვეთილი ჩატარდა ინგლისურის მასწავლებლის, მაიკო დავაძისა და ისტორიის მასწავლებლის - ნანული შეყლაშვილის ინიციატივით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება