სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ეროვნული გამოცდები უნდა იყოს ძალიან მკაცრი“- ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას დირექტორები აფასებენ
05-04-2021
-
+


ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას, ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სკოლის საშუალო ნიშანი, მასწავლებლების რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინონ.

როგორ აფასებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას - აღნიშნული შეკითხვა etaloni.ge-მ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებს დაუსვა:

თამაზ ბერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, საბა დადვანის სახელობის, ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ ეს ინიციატივა რეალობად იქცევა. თუ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას, გაითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანს, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია მოსწავლეებისთვის, რათა სკოლაშიც უკეთ ისწავლონ ყველა საგანი.

მთვარისა ბაბაჯანაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, აქთაქლის საჯარო სკოლის პედაგოგი:

- ძალიან მომწონს ეს ინიციატივა და მივესალმები; ვფიქრობ, ბავშვს, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობს და მოწადინებულია, უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა. ეს შრომა არ უნდა დაეკარგოს და აუცილებელიც კია, უმაღლესებმა მისი სკოლის ნიშნები და მონდომება გაითვალისწინონ.

ავთანდილ ვანაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მომწონს ეს ინიციატივა და მის დანერგვას მივესალმები, რადგანაც ვფიქრობ, ბავშვებს კარგად სწავლის მეტი სტიმული გაუჩნდებათ და დასწრებაც უფრო სრულყოფილი გახდება,

ჯამბულ ცაგურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მივესალმები, თუ უმაღლესში ჩასაბარებელ ქულებზე სკოლის ატესტატიც მოახდენს გავლენას... ვნახოთ, როგორ გაამართლებს, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი არ იქნება გაითვალისწინონ, რომ მოსწავლე მოწესრიგებულია, კარგი აკადემიური მოსწრება აქვს, კარგი ქულები აქვს... რატომაც არა  - ეს მეტი სტიმულია ბავშვისთვის.

ქეთევან ბარბაქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ღორეშის საჯარო სკოლის:

- პირადად, მიმაჩნია, რომ ეროვნული გამოცდები ძალიან მკაცრი უნდა იყოს, სადაც მოსწავლე უდავოდ შეძლებს თავისი ცოდნის გამოხატვას;  ექნება საშუალება,  რაც იცის გამოავლინოს და ასევე განიმტკიცოს ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება