სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთ ნიშანს ოცნებების ასრულება შეუძლია, ქალწულს კი ფინანსური პრობლემები აქვს - ვისთვის არის ურთულესი 7-12 აპრილი?
05-04-2021
-
+


დღეს და ხვალ კარგი დღეებია, ეცადეთ საქმეები მოაგვაროთ. 7-12 აპრილის შუალედი კი ურთულესია.

ორშაბათი, პარასკევი და კვირა არის გეომაგნიტური დღეები. ოთხშაბათს და პარასკევსაც იყავით ყურადღებით.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი - ძალიან აქტიური და ენერგიული ხართ. პასუხისმგებლობის აღება და ლიდერული თვისებების წარმოჩენაც შეგიძლიათ. მოლაპარაკებებმა, ხელშეკრულებებმა და კონტრაქტებმა შეიძლება იჩინოს თავი და ფინანსური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდეთ. თუმცა სიფრთხილე გმართებთ 7-12 აპრილის პერიოდში, ილუზიები იმატებს, პრაგმატულობა იკლებს, ამიტომ შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია.

კურო - რთული პერიოდი გაქვთ, იმუნიტეტიც დაბალი გაქვთ, მოერიდეთ ხალხმრავლობას. ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი წამოიწყოთ. ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი.

ტყუპები - ათ საქმეს რომ მოკიდოთ ხელი, 9-ს მაინც მოასწრებთ, ძალიან აქტიური ხართ, ენერგიული, სწრაფი ტემპი გაქვთ, ვერაფერი გაგაჩერებთ. პიარტექნოლოგიის დიდოსტატი ხართ. ერთი პრობლემა გაქვთ, 7-12 აპრილის შუალედში, ფანტაზიამ შეიძლება ილუზიაში გადაგიყვანოთ, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი იდეები არ ასცდეს რეალობას. სხვა მხრივ წარმატების შანსები მაღალი გაქვთ.

კირჩხიბი - უცნაური კვირა გაქვთ, დასვენება გჭირდებათ. ორ ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა - ახლობლების, მეგობრების დახმარება და კარიერული ცვლილებები. მთავარია ოქროს შუალედი იპოვოთ. საქმიანი კუთხით კარგი დროა, თუმცა დასვენებაც მოახერხეთ.

ლომი - ქარიზმატულები, ენერგიულები და იღბლიანები ხართ. ძალიან კარგი პერიოდია. შეიძლება კარგი ხელშეკრულებები გააფორმოთ უცხოელებთან. პირად ურთიერთობებშიც გაგიმართლებთ. იაქტიურეთ, თქვენი დროა.

ქალწული - ცვლილებების პერიოდი გაქვთ, რამდენადაც მზად იქნებით ამ ცვლილებებისთვის, ამაზე იქნება თქვენი წინსვლა დამოკიდებული. შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

სასწორი - მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორული ურთიერთობა, თქვენთვის გუნდური თამაშია წარმატების ფაქტორი. 7-დან 12 აპრილის ჩათვლით, ნუ ენდობით სხვათა დაპირებებს და ნუ გაქვთ ინფორმაციებს.

მორიელი - დაღლილი ხართ, არადა უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. რთული დროა თქვენთვის. პატარა რამემაც კი შეიძლება გაგაღიზიანოთ. დაისვენეთ ამ პერიოდში. თქვენი სარკაზმი და ეჭვიანობა შეიძლება, შეცდომის დაშვების ფაქტორი გახდეს.

მშვილდოსანი - ენერგიული, აქტიური, ქარიზმატული და წარმატებული ხართ, იდეების რეალიზება შეგიძლიათ. თუმცა 7-12 აპრილს შეიძლება იყოთ სულსწრაფი, არათანმიმდევრული - ეს კი იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი.

თხის რქა - ყურადღება გმართებთ, ცოტა გაღიზიანებული და დაღლილი ხართ. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები. ტაქტი გამოავლინეთ. ძველი საქმეები დაასრულეთ, ახალი არაფერი წამოიწყოთ.

მერწყული - თქვენი ტონუსი მატულობს, ენერგიული ხართ. ორიგინალურ იდეებს განახორციელებთ. შეიძლება ოცნებების ასრულების წინაშეც დადგეთ. თუმცა ახლობლებთან ურთიერთობები შესაძლოა დაგეძაბოთ 7-დან 12 აპრილამდე. დიპლომატია გამოიჩინეთ. საქმიანი კუთხით კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

თევზები - ფინანსური საკითხები წამოიწევს თქვენს ცხოვრებაში - კარგი და ცუდი კუთხით, ანუ შეიძლება იშოვით ფული ან პირიქით, გაცემა მოგიწიოთ. წარმოსახვის უნარი გაქვთ, ილუზიების კვირაა და დაპირებებთან ფრთხილად იყავით. არ დაუჯეროთ სხვებს, მყარად იყავით მიწაზე და პრაგმატულობა გამოიჩინეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება