სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მოხარულები ვართ, რომ ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დამკვიდრდება საგანმანათლებლო სივრცეში“- რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზე
31-03-2021
-
+



როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

აიდა აზატიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

- პედაგოგებთან მუდმივად მსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხებზე - ჩემთვის მათი აზრი ძალიან მნშვნელოვანია და მოხარული ვარ, ყველას მოგვწონს ელექტრონული ჟურნალი. უკვე თვეებია ეს სიახლე ჩვენს სკოლაში დავნერგეთ და კომფორტულია ისი წარმოება. პედაგოგებიც კმაყოფილები არიან, უადვილდებათ კომუნიკაცია მშობლებთან; მშობლებმაც თავის მხრივ, იციან, რა ქულები აქვთ შვილებს და მეტად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

რამიზ რამაზანოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე ტრენინგები გავიარეთ; ამიტომ მისი დანერგვა არ გაგვჭირვებია და არც წარმოების სირთულე გვაქვს. ერთადერთი, რაც გვიქმნის ხარვეზს, ზოგჯერ უამინდობის გამო,  ინტერნეტის პრობლემაა, სხვა მხრივ კი ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ძალიან კომფორტულია.

რუბენ კრტიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალასტანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან მომწონს ეს სიახლე, უკვე თვეებია ელექტრონული ჟურნალი დავნერგეთ და ჩვენთვის ბევრად კომფორტულია მისი წარმოება.

გიულბაიაზ ბალაგოზოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კურტლარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი სკოლაში ჯერ არ დაგვინერგავს, თუმცა ვიცით, რომ სექტემბრიდან მისი წარმოება სავალდებულო გახდება და შესაბამისად, უფრო კონკრეტული შეფასებების გაკეთება მას შემდეგ შეგვეძლება, თუმცა კოლეგებისგან ვიცით, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოყენება ბევრად კომფორტულია. მით უმეტეს, ჩვენი სკოლა ახლა უკვე ევროსტანდარტებს შეესაბამება და ყველანაირ სიახლეს მივესალმებით. 

აიაზ ხუდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სადახლოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა უკვე თვეებია ელექტრონულ რესურსს იყენებს და მხოლოდ მე კი არა, მასწავლებლებიც მუდმივად აღნიშნავენ, რომ მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია. მით უმეტეს, მისი წარმოებისას, არანაირი ხარვეზები არ გვაქვს და იმედია მომავალშიც ასე გავაგრძელებთ მუშაობას.

გუსეინ მუსაევი, ბაქირ კარალოვის სახელობის, დმანისის მუნიციპალიტეტის, იფნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ეს სიახლე სკოლაში უკვე დავნერგეთ და პედაგოგებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ მატერიალური ჟურნალის ალტერნატივას. მოგვწონს, ვმუშაობთ და თავს კომფორტულად ვგრძნობთ. მოხარულები ვართ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, ელექტრონული ჟურნალი საბოლოოდ დამკვიდრდება ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში.

მოვლუდ მამედოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის, პანტიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალი ჯერ არ დაგვინერგავს, თუმცა შეუძლებელია ეს იდეა არ მოგეწონოს, მივესალმებით ნებისმიერ სიახლეს, რომელიც პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც მისცემს მეტ მოტივაციას, რადგან ვფიქრობ, ელექტრონული რესურსის გამოყენება სკოლისთვის ბევრად კომფორტული იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება