სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ხაშურის N7 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
25-03-2021
-
+


„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ხაშურის N7 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. პედაგოგებმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„დაუნის სინდრომი - ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება. სინდრომი იწვევს დამახასიათებელ გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს. დაავადება პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს,ხოლო 1959 ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსომული ანომალია. ჯონ დაუნის შემოღებულია ტერმინი მონღოლიზმი, რომლითაც ის აღწერდა ამ სინდრომის მქონე ადამიანებს. ასეთი რასისტული მიდგომა გაგრძელდა 1965 წლამდე, როცა მონღოლმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ტერმინი ამოეღოთ ხმარებიდან. 1972 წელს ამერიკის მონღოლიზმის საზოგადოებამ გადაირქვა სახელი და მას შემდეგ ჰქვია ამერიკის დაუნის სინდრომის ასოციაცია. 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება