სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

რა პრიორიტეტებით უნდა დაალაგოს რეიტინგული სია აბიტურიენტმა - რჩევები „ნაეკის“ საგამოცდო სამსახურის უფროსისგან
12-03-2021
-
+


აბიტურიენტთა ცნობარში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს პერსონალურად არ მიუვათ, ამიტომ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ - აღნიშნულ რჩევას გამოცდაზე გასვლის მსურველებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და  საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია აძლევს. 

რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა პროგრამების არჩევისას. რჩევები და ინფორმაცია, რაც აპლიკანტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, იხილეთ, მაია გაბუნიას მიერ etaloni.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

- რას უნდა მიაქციონ ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებმა ყურადღება?

- სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა. ის უნდა გაეცნოს აკრედიტაციის ვადებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის მიერ დაწესებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. აგრეთვე, ყურადღებით უნდა ნახოს, მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები.

აუცილებელია კონკრეტულ პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტების ნახვაც (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).

მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელმა ასევე  გაითვალისწინოს საგანთა პრიორიტეტი, რადგან პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილება ხდება ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, მის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

- ვიცით, რომ ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა იმისთვის, რომ სწორად შეარჩიონ პროგრამა, რა უნდა გაითვალისწინონ?

- არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის. აბიტურიენტმა საკუთარი  არჩევანის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინოს: საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური; ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა.

ცხადია, გამოსაცდელებისთვის საყურადღებოა ისიც, თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

- რა თანმიმდევრობით უნდა ჩამოწეროს სასურველი პროგრამების სია აპლიკანტმა პროგრამების ჩამონათვალში და ამ მხრივ რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა?

- პირველი, რითაც მან უნდა იხელმძღვანელოს არჩევანის გაკეთებისას, ე. წ. რეიტინგული სიის შედგენისას, საკუთარი სურვილია. მან თავად უნდა განსაზღვროს, თუ სად უნდა  უმაღლესი განათლების მიღება. აბიტურიენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ მიღებული ქულები და ადგილების რაოდენობა. სარეგისტრაციო გვერდის დატოვების დროს არ უნდა დაავიწყდეს შენახვის ღილაკის გამოყენება და  სარეგისტრაციო განაცხადის დამახსოვრება ან ამობეჭდვა.

მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციის დაწყებიდან აბიტურიენტების პირად გვერდზე განთავსდება პერიოდულად განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის (კონკურსის) შესახებ. ამ ველის დახმარებით შესაძლებელი იმ კონკრეტული ინფორმაციის მიღება, თუ როგორი კონკურსია აბიტურიენტის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

- ცნობარში ცვლილებებს უნდა ელოდნენ თუ არა და მიუვათ თუ არა შეტყობინება აბიტურიენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ცვლილება შევიდა ცნობარში ზოგადად ან უშუალოდ მის მიერ არჩეულ პროგრამასთან დაკავშირებით?

- ცნობარში მოცემული საგანმანათლებლო პროგრამების ცხრილი მომზადებულია ცნობარის მომზადების დროისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მასში წარმოდგენილია იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალიც, რომლებზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

აღნიშნული პროგრამების თაობაზე ინფორმაცია ელექტრონულ ბაზაში აისახება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღება მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ასე რომ, აბიტურიენტებს ვთხოვთ ხშირად ეწვიონ ცენტრის ვებგვერდს და ასევე არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

- ყოველ წელს ხდება ისე, რომ აბიტურიენტების ნაწილმა, რომლებმაც გამოცდებზე ზღვარი გადალახეს, მაინც ვერ მოხვდნენ უმაღლესში. რა მიზეზით რჩებიან ხოლმე აბიტურიენტები ამ შემთხვევაში გარეთ და რა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ ბარიერის გადალახვის მიუხედავად გარეთ არ დარჩნენ?

- თუ აბიტურიენტის საკონკურსო ქულა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან მის მიერ მითითებულ პროგრამებზე გააგრძელოს სწავლა, ის კონკურსს ეთიშება. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აბიტურიენტები არჩევნის რაოდენობაში შეზღუდულნი არ არიან. ცენტრი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აძლევს მათ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. უმაღლესი სასწავლებელისა თუ პროგრამის არჩევა აბიტურიენტს პირველადი შედეგების გაგების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც შეუძლია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იყვნენ ისეთი აბიტურიენტებიც, რომელთაც მხოლოდ რამდენიმე პროგრამაზე სურდათ სწავლის გაგრძელება და, შესაბამისად, მათ სიაშიც მხოლოდ ეს ჩამონათვალი იყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად რეკომენდაციით მიმართავს აბიტურიენტებს, დეტალურად და ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის პროცესის ინსტრუქციას „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტი და ქიმიის საკითხები ცნობილია

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ! - კიდევ 3 საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

მასწავლებლის სახლი პედაგოგების შერჩევას იწყებს - პასუხი 27 ივლისამდე გეცნობებათ

2025 საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა - მასწავლებლის გამოცდა

სავალდებულო საგნის სწავლის წესი აგვისტოს ბოლომდე შემუშავდება - შექმნილია კომისია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება