| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის გაიზრდება, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„მასწავლებლების ღვაწლი განსაკუთრებით აღსანიშნავია პანდემიის დროს, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში, აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს მათი საქმიანობისთვის, ჩვენ სახელოვან ექიმებთან ერთად ისინი ფრონტის წინა ხაზზე დგანან და თანამედროვეობის გმირებს წარმოადგენენ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე.
სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლებისთვის ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა და მათი გადამზადება დისტანციური სწავლებისთვის, ზოგადი და პროფესიული მასწავლებლებისთვის ჩატარდა 130 ვებინარი, რომელშიც 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ტრენინგი - დისტანციური სწავლება, Microsoft-ის სერვისების გამოყენებით 16 000-მდე მასწავლებელმა გაიარა, 2021 წლის იანვრიდან მოხდა მასწავლებლის ხელფასის ზრდა, ასევე განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა. კერძოდ, უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამისად დანამატს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის გაიზრდება, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება“,- განაცხადა ჩხენკელმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა