სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ადმინისტრაციას ხელფასი 2021 წელს არ მოემატება - როდის იგეგმება ანაზღაურების ზრდა?
20-01-2021
-
+


სტატუსიანი მასწავლებლები იანვრიდან მომატებულ ხელფასებს აიღებენ - ამის შესახებ მინისტრის ბრძანება უკვე არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ დაპირებული 150-ის ნაცვლად, 100 ლარი ემატებათ, ეს მაინც ხელფასის ზრდაა, რაც სამაგიეროდ, სკოლის ადმინისტრაციას არ შეხებია და რაც სკოლების თანამშრომელთა დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მადლობა - მასწავლებლებს, სტატუსის დანამატი - მასწავლებლებს, ხელფასის მატება - მასწავლებლებს, ადმინისტრაციას კი არაფრად გვაგდებენო, - ამბობენ.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით - როდისთვის იგეგმება ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების მატება, რაზეც გვიპასუხეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა, მაგრამ კონკრეტულად, როდის და რამდენით გაიზრდება მათი ანაზღაურება,  - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

ერთადერთი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს 2021 წელს ნამდვილად არ მოხდება, რადგან ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ზედმიწევნითაა გაწერილი ყველა ხარჯი და მიუხედავად იმისა, სკოლების დაფინანსება გაზრდილია, იქ მხოლოდ სტატუსიანი მასწავლებლების 100-ლარიან დანამატზეა საუბარი, ადმინისტრაციის ხელფასის მატება კი არსადაა ნახსენები:   

„გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 894 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 106.0 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით 14.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან“, - ასე რომ, 2021 წელს ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი არ მოემატებათ, რასაც ისინი დისკრიმინაციად აფასებენ და სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე პოზიციასაც აფიქსირებენ, რასაც Etaloni.ge გთავაზობთ:


იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება