TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ განახლდება მეორე სემესტრი სკოლებში? - ონლაინ რეჟიმში თუ საკლასო ოთახებში
12-01-2021
-
+


არდადეგების ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მალე სწავლა განახლდება - 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი გახსნილად გამოცხადდება და მოსწავლე-მასწავლებლებიც თავის რუტინას დაუბრუნდებიან; თუმცა საკითხავია, ეს როგორ მოხდება.

სხვათა შორის, იყო მოლოდინი, რომ ზამთრის არდადეგები, ეპიდვითარების სიმძაფრიდან გამომდინარე, გახანგრძლივდებოდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზედა ეშელონებში მიღებულია და სასწავლო პროცესიც გეგმისამბერ - 18 იანვარს აღდგება.

ახლა რჩება მეორე და ალბათ უმთავრესი საკითხი - როგორ განახლდება სწავლა - ონლაინ-რეჟიმში თუ სასკოლო სივრცეში. ეს კითხვა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს აწუხებს და ჩვენც შევეცდებით, ამომწურავად ვუპასუხოთ.

ცნობილია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი 31 იანვრის ჩათვლით, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის რეგიონშიც ონლაინ-სწავლება მანამ იქნება, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება; ასევე დისტანციური სწავლება, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უნდა წარიმართოს  შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლებში; ხოლო  რაც შეეხება დანარჩენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სასკოლო სივრცეში დახურეს პირველი სემესტრი, მეორე სემესტრსაც საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუ ეპიდვითარება ამის საშუალებას აძლევს რეგიონს.

ჯერჯერობით, ეს რეგულაციები იმოქმედებს, სანამ სხვა გადაწყვეტილებას არ გაასაჯაროებს საქართველოს მთავრობა. ასე რომ, მეორე სემესტრი - 18 იანვარს იწყება, ოღონდ ზემოჩამოთვლილი შეზღუდვების გათვალისწინებით.  

იხილეთ ასევე:

შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება სწავლის განახლებას არ ეხება - მეორე სემესტრი 18 იანვარს იწყება

გასცემს თუ არა სკოლების გახსნის ნებართვას მთავრობა - „მაღალი რისკის მატარებელია საგანმანათლებლო დაწესებულებები“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება