სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წიგნები, რომლებიც საახალწლო არდადეგებზე უნდა წაიკითხოთ - სია კლასების მიხედვით
06-01-2021
-
+


საახალწლო არდადეგები უკვე შუა რიცხვებს მიუახლოვდა. სადღესასწაულო სუფრაც ამოწურული და ეიფორიაც გავლილია. ახლა დროა, განვითარებაზე ზრუნვაც დაიწყოთ და ახალ წელსაც სიბეჯითე დაიბედოთ.

სწორედ ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით და არდადეგებზე წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს მოგაშველებთ, სია 1-დან 12 კლასის ჩათვლით არის და ყველა სკოლის მოსწავლეს გამოადგება.  მის შედგენაში კი izrune.ge დაგვეხმარა. 

ერთ-ერთი სირთულე წიგნის შერჩევაა - დროსაც მოითხოვს და სიზუსტესაც. არჩეული წიგნი ხომ ასაკთან შესაბამისი და საინტერესო უნდა იყოს. ამაში კი ჩვენ, როგორც თქვენმა საუკეთესო მეგობრებმა ვიზრუნეთ და წასაკითხი წიგნების სიას შემოგაშველებთ. ეს ჩამონათვალი კლასების მიხედვით არის შედგენილი და მის შერჩევაში izrune.ge დაგვეხმარა. 

მაშ ასე, თბილად მოეწყვეთ და მოემზადეთ 2021 წლის პირველი „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“. ეს 14 იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათის“ კრებულია:

I კლასი - 
ქართული ხალხური ზღაპრები - „კომბლე“
იაკობ გოგებაშვილი - „სპილო და ჭიანჭველები“

II კლასი -
ნინო ნაკაშიძე - „მამა გაახარე“
ქართული ხალხური ზღაპრები - „ლომი და მელია“

III კლასი - 
ქართული ხალხური ზღაპრები - „ცეროდენა“
რევაზ ინანიშვილი - „ჩიტუნიას ლოცვა“

IV კლასი -
ეკატერინე გაბაშვილი - „უსინათლო ლექსო“
სულხან-საბა ორბელიანი - „მეფე და ავსიტყვა კაცი“ „მთიული და კაკლის ხე“

V კლასი -
ნოდარ დუმბაძე - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
კარლო კოლოდი - „პინოქიოს თავგადასავალი “

VI კლასი -
რევაზ ჭეიშვილი - „სურათებიანი წიგნი“
ალექსანდრე დიუმა - „სამი მუშკეტერი“

VII კლასი -
გიორგი ლეონიძე - „ციციკორე“
რუდოლფ რასპე - „ბარონი მიუნჰაუზენის თავგადასავალი“

VIII კლასი -
რევაზ ინანიშვილი - ,,ლამაზი ცრემლები“
რ.ჯ. პალაციო - „საოცრება“

IX კლასი -
ოტია იოსელიანი - „ჯიხვი და მონადირე“
აგათა კრისტი - „და აღარავინ დარჩა...“

X კლასი -
ალექსანდრე ყაზბეგი - „მოძღვარი“
დანტე ალიგიერი - „ღვთაებრივი კომედია“

XI კლასი -
ალექსანდრე დიუმა - „გრაფი მონტე კრისტო“
ოთარ ჭილაძე - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“

XII კლასი -
ჰარუკი მურაკამი - „ნადირობა ცხვარზე“
გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“

„წიგნიერების ხუთშაბათი“ ტესტი 14 იანვარს არის და მანამდე მოასწარით, წასაკითხი წიგნების/ნაწარმოებების სიიდან თქვენთვის საინტერესო წიგნები. ეს ტესტების წარმატებით გავლაშიც დაგეხმარებათ და თქვენი თანატოლების მსგავსად ბევრი წიგნებიც გექნებათ წაკითხული.  

ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება