სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

აქვს თუ არა დირექტორს უფლება მასწავლებელს აიძულოს პროფკავშირის წევრობა? - ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს
14-12-2020
-
+


აქვს თუ არა დირექტორს უფლება, მასწავლებლებს პროფკავშირის წევრობა აიძულოს და არის თუ არა ეს საკითხი ნებაყოფლობითი? - ამ კითხვით ბოლო პერიოდში არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა და სწორედ ამიტომ Etaloni.ge- პირდაპირ ადრესატთან, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტ მაია კობახიძესთან სცადა საკითხის გარკვევა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფკავშირის წევრობა, ერთმნიშვნელოვნად, ნებაყოფლობითია პედაგოგებისთვის:

- ჩვენს ორგანიზაციაზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, 2012 წლიდან მუშაობა აღვადგინეთ და შეგვეძლო, 2010 წელს მინისტრის ბრძანებით, გაწვეული წევრების დაბრუნებაც მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ნებაყოფლობითობის პრინციპის დაცვით პროფკავშირში გაწევრიანების მეთოდები - დავიწყეთ შეხვედრები თითოეულ სკოლაში, ბაგა ბაღში... და ჩვენი საქმიანობის შესახებ ვესაუბრებოდით პოტენციურ წევრებს; შემდეგ ვთავაზობდით გაწევრიანებას.

- და როგორ ხდება გაწვერიანება, ქალბატონო მაია?

- დასაქმებული წერს განცხადებას, რომ სურს იყოს პროფკავშირის წევრი და ასევე, მეორე განცხადებით მიმართავს დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ ის არის პროფკავშირის წევრი და ითხოვს, თავისივე ინდივიდუალური განცხადებით, საკუთარი ხელფასის 1 პროცენტი გადაირიცხოს პროფკავშირის ანგარიშზე.

ერთი განცხადება, გაწევრიანების შესახებ, შემოდის პროფკავშირში და მეორე კი რჩება სკოლაში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

- ესე იგი, წევრობა ნებაყოფლობითია და პედაგოგს, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვების უფლება აქვს?

- რა თქმა უნდა, ესაა ბუნებრივი პროცესი, ხდება წევრების შემოდინება და გასვლაც მათ ნებაზეა დამოკიდებულია. თუ წევრი გასვლას მოითხოვს, იგივე რეგულაციებით უნდა მოგვმართოს ჩვენც და დაწესებულების ადმინისტრაციასაც. ჩვენ მოგვმართავს, რომ არ სურს წევრობა, ადმინისტრაციას კი მიმართავს, რომ გავიდა პროფკავშირიდან და მისი ხელფასიდან აღარ უნდა ჩამოიჭრას თანხა.

თამამად ვიტყვი - 2012 წლის დეკემბრიდან, პრაქტიკულად, ახალი ორგანიზაცია შევქმენით და დღეს 40 ათასზე მეტი წვერი გვყავს. ეს პროცესი გრძელდება ცოცხალი ორგანიზმია, ვიმეორებ - შემოდინება გადინება-ბუნებრივი პროცესია და განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება პროფკავშირის საქმიანობას, გვაქვს შიდა მოწყობა, რაიონული საქალაქო ორგანიზაციები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულები არიან ჩვენი წევრები, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და შემდეგ, სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, ვაყალიბებთ ჩვენს წინადადებებსა და ინიციატივებს, რომელსაც წარვუდგენთ ხელისუფლებას კომპეტენციების შესაბამისად. იქნება ეს განათლების, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები; ასევე მივმართავთ პარლამენტს, როდესაც საქმე საკანონმდებლო ცვლილებას ეხება და ამის ძალიან წარმატებული მაგალითები გვაქვს: მაგალითად, 2010 წელს, განათლების შესახებ კანონში შევიდა ნორმა, რომლის თანახმად, მასწავლებლის წინააღმდეგ შეიძლებოდა საქმის დაწყებულიყო დისციპლინური წარმოება, მისი ქმედების გამო, სკოლის გარე ტერიტორიაზე, არასამუშაო საათებში. ეს ნორმა ჩვენ გავაპროტესტეთ, ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან და პარლამენტში წარვადგინეთ მოთხოვნა - კანონიდან განათლების შესახებ, ამოღებულიყო ეს ნორმა.

- მიაღწიეთ შედეგს?

-  რა თქმა უნდა, რადგან ეს ნორმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირი ხელყოფა იყო და ამოღებული იქნა კანონიდანაც და კანონქვემდებარე აქტიდანაც.

ასევე, ჩვენ წარვუდგინეთ პარლამენტს მოთხოვნა პედაგოგების ხელფასების ეტაპობრივად მატებასთან დაკავშირებით; პარლამენტში წარვადგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა, მთის კანონის დანამატი შეხებოდათ სკოლამდელი დაწესებულებებში დასაქმებულებსაც და არა მხოლოდ სკოლის მასწავლებლებს; ეს საკითხი განხილვის პროცესშია და გვჯერა, წარმატებას მივაღწევთ.

ასევე, განათლების სამინისტროსთან გავაფორმეთ დარგობრივი შეთანხმება, რითიც დარეგულირდა ჩვენი და განათლების სამინისტროს  თანამშრომლობის ვალდებულებები და ჩვენი მუშაობის შედეგი უნდა აისახოს კანონში, რაც მასწავლებლის ინტერესებიდან გამომდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 

სკოლის მოსწავლეებში გავრცელდა არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც მას ფარულად გადაუღეს - დეტალებს პროკურატურა ასაჯაროებს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

საჯარო სკოლების წესდების დოკუმენტში ცვლილება შევიდა

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ

მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული აქტივობა შეასრულეს - პატარა მაღაზია მოაწყვეს და ყიდვა-გაყიდავა გააჩაღეს

მოსწავლეები მოიხიბლნენ ეროვნული საგანძურით და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ მუზეუმიდან

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება