სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნდობა უნდა არსებობდეს, ამის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია“ - ეკა წულუკიძე, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი
02-10-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკა წულუკიძე ერთ-ერთია იმ პედაგოგებს შორის, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საკლასო ოთახში, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი გაკვეთილის ჩატარების საშუალება მიეცა. დღეს ეკა წულუკიძე Etaloni.ge- იმაზე ესაუბრება, რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებისთვის სკოლაში დაბრუნება, როგორ უმკლავდებიან ყველა გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პრევენციას ახლავს, ინტერვიუს კი თავისი მოსწავლეების „დახასიათებით“ იწყებს - ამბობს, რომ დიდი ილიას შემოქმედებას განსაკუთრებული განწყობით ეკიდებიან და სანამ მას გაეცნობიან, ეკა მასწავლებელი ცდილობს, მომავალი თაობები ილიას ცხოვრებაზე დააფიქროს, რომელიც თითოეული ქართველისთვის მაგალითი უნდა იყოს.

- ქალბატონო ეკა, ახალგაზრდებისთვის ფასეულია ის ღირებულებები, რომელზეც გაკვეთილზე ესაუბრებით?

- შესაძლოა, გარკვეული ტრადიციები ახლა მოძველებულად ჩანდეს, თუმცა მასწავლებლის ოსტატობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვეობის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები წამოწიოს, მიიყვანოს მოსწავლეები ამ ნაწარმოებების გააზრებამდე...

საოცარი თაობა მოდის და ვერც იმას ვიტყვი, რომ ზედაპირულები ან ზარმაცები არიან, თუმცა ფაქტია - მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ და ასეთ დროს სწორედ არაფორმალური განათლება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. მე კი ვცდილობ, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება ჩემი მოსწავლეებისთვის მაგალითი იყოს, მინდა, მის პიროვნებაზე დაფიქრდნენ და ბოლომდე გაიაზრონ, რომ განათლება უმთავრესია, რათა ცხოვრებისეულ გამოწვევებს ადამიანმა ადვილად ალღო აუღოს და ღირსეულად გაუმკლავდეს.

- საგნით დაინტერესება გასაგებია, მაგრამ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, მოსწავლეს თავი რომ შეაყვაროს?

- ალბათ ყველაფერი ინდივიდუალურია... თუმცა საკუთარ მაგალითზე თამამად შემიძლია ვიმსჯელო, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნდობა უნდა არსებობდეს, ამის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია. თუ ბავშვი გრძნობს, რომ ხარ მისი მეგობარი, გულთან მიგაქვს მისი პრობლემები, ურთიერთობა ლაგდება, ხოლო თუ მასწავლებელი, უხეშად რომ ვთქვათ, ცოტა ზემოდან დაჰყურებს მოსწავლეს, ასეთ შემთხვევაში, ნდობა ქრება.

- თქვენი სკოლა როგორ გაუმკლავდა არსებულ გამოწვევებს, მით უმეტეს, ყველა რეკომენდაციის შესრულება მარტივი არ არის...

- ჩვენი სკოლა ახალი, 2020-2021 სასწავლო წლისთვის კარგა ხანია ემზადებოდა - შევიძინეთ საჭირო ინვენტარი, სადეზინფექციო საშუალებები და სანამ სამინისტრო მოგვამარაგებდა, ჩვენ ამ კუთხით ყველანაირად უზრუნველყოფილნი ვიყავით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც მოწესრიგებულია  და თამამად შემიძლია ვთქვა, სასწავლო წელი არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო.

გეთანხმებით, ცოტა რთულია ეს რეჟიმი, უჩვეულო განცდა გვაქვს -  თერმოსკრინინგი, დეზინფექცია... მაგრამ რა გაეწყობა, გადავეწყვეთ ამ პრაქტიკაზე, მთავარია, საკლასო ოთახებში ვართ და ყველაფერს აუცილებლად გავართმევთ თავს.

- პედაგოგებს, ალბათ, მოსწავლეების მორალურად გამხნევებაც გიწევთ.

- მორალურად, ყველანი მზად ვართ, შევასრულოთ არსებული რეგულაციები, ვფიქრობ, თვითონ ბავშვებიც ძალიან მოტივირებულები არიან და გეტყვით, რატომ - მთელი ეს პერიოდი, ისინი მოწყვეტილები იყვნენ სასწავლო პროცესს და  საკლასო ოთახებში დაბრუნება, სწავლის აღდგენა საკლასო სივრცეში მათთვის დიდი მოტივაციაა; ალბათ იმაზე მეტად უხარიათ სკოლაში სიარული, ვიდრე ოდესმე.

გარდა ამისა, ჩვენი ბავშვები წინასწარ შემზადებულები იყვნენ, მუდმივად ვსაუბრობთ მათთან, ვუხსნით წესებს, პირველივე დღეს ვესაუბრეთ, რატომაა საჭირო ამ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, რატომაა მნიშვნელოვანი უსაფრთხო გარემო, გაკვეთილებზე როცა შევდივართ მასწავლებლები, ვცდილობთ, დავიცვათ დისტანცია... გეთანხმებით, ეს ყველაფერი სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ ფაქტია - ჯანმრთელობა უპირველესია.

- თუმცა განათლებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალბატონო ეკა, დისტანციური სწავლების შემდეგ, თქვენს მოსწავლეებში ცოდნის ხარისხი როგორია?

- რაც უნდა ვისაუბროთ დისტანციური სწავლების დადებით მხარეებზე და ისინი უდავოდ, არსებობს, ბავშვებს იმ პერიოდში გაუჩნდათ განცდა, რომ ეს ყველაფერი იყო არაფორმალური! თუნდაც ის, რომ რამდენიმე ბავშვი დარჩა განათლების მიღმა, რადგან არ ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, ნამდვილად არაა კარგი ფაქტი. დღეს კი, საკლასო ოთახებში, ისინი გარკვეული თვეების გამოტოვების შემდეგ დაბრუნდნენ და ამ ფონზე ვერანაირ შედეგებზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტობრივად, ჩვენ განვლილი მასალის ათვისება თავიდან გვიწევს.

- ასეთ დროს, ადგილობრივი ხელისუფლება ან საგანმანათლებლო რესურსცენტრი რამდენად გიდგათ მხარში?

- პანდემიამ კარგად გამოავლინა მასწავლებლების შესაძლებლობები. დისტანციური სწავლების გამოცდილება აქამდე არ არსებობდა, რეგიონებში, სადაც ინტერნეტი არ არის, მასწავლებლებს თავად მოუწიათ მოსწავლეებისთვის ინტერნეტპაკეტების შეძენა, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, სასწავლო პროცესი არ ჩავარდნილიყო, თუმცა კომპიუტერი ყველა მასწავლებელს ჰქონდა თუ არა - ეს კითხვა, სამწუხაროდ, არავის დაუსვამს და შესაბამისად, ამ მიმართულებით არც მხარდაჭერა ყოფილა. ისე კი, ჩვენი რესურსცენტრი მუდმივად ოპერატიულად გვაწვდის ინფორმაციას, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას, შესაძლებლობების ფარგლებში ნამდვილად ვგრძნობთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ბავშვებმა, პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, ვიდეორგოლი ჩაწერეს და ყველაზე ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს

საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები
საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება