სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკანდალური ონლაინ ლექციის მონაწილე სტუდენტი ამოცნობილია და გარიცხვა ემუქრება - საქმეს შსს იძიებს
24-09-2020
-
+


რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც სტუდენტები ონლაინ-ლექციისას ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ, მხოლოდ საზოგადოების აღშფოთების კი არა, გამოძიების დაწყების საფუძველიც გახდა.

საქმეს ძალოვანი უწყება შეისწავლის და როგორც ირკვევა, უკვე დადგენილია ერთი პირი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია; მას, სავარაუდოდ, უმაღლესი სასწავლებლიდან გარიცხვა ემუქრება. დანარჩენი პირების ვინაობასაც შსს დაადგენს. მანამდე კი ირკვევა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ლექტორების შეურაცხყოფამ უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ-ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს უკვე  მიმართა.

„ერთი პირის იდენტიფიცირება თსუ-მ უმოკლეს დროში შეძლო. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც“, - ასეთია ოფიციალური სასწავლებლის კომენტარი, ხოლო საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდასამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს.

თუმცა უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ზუმის პლატფორმა დაუცველია - შესვლა ნებისმიერს შეუძლია ვინც ლინკს მოიპოვებს და აჯობებს, უმაღლესმა სასწავლებლებმა ბევრად დაცული ონლაინ-პლატფორმები გამოიყენონ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება