TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიკეტება“ - ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი
18-09-2020
-
+


სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნიკური მომზადება.

„გვჯერა, რომ განათლების მიღების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში და ამასთანავე, ბავშვების სოციალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გეოგრაფიული განაწილებით იხელმძღვანელოს. იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში სკოლები უნდა დაიხუროს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლობა არ იქნება, სკოლებმა უნდა იმუშაოს.

ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან ამ შემთხვევაში მშობლებს უწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხიანი დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი ტექნიკური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმ დროს, როდესაც სკოლები ჯერ კიდევ დაკეტილია, მნიშვნელოვანია, მოხდეს მათი აღჭურვა და მომზადება, რაც შეიძლება სწრაფი გახსნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ რისკის მინიმუმამდე შემცირება უნდა მოხდეს.

სკოლაში ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ და მათ შეიძლება გაავრცელონ ვირუსი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, ნაკლებია შანსი სერიოზული დაავადების განვითარების, თუმცა საყურადღებოა, რომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულია შესაბამისი ზომების დაცვა, ძალიან რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვმა ატაროს ნიღაბი წესების დაცვით, დაიბანოს ხელები რეგულარულად და ყველაზე საყურადღებოა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვა,“- განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მიღებული აქვს წესები, რომელიც შეამცირებს ვირუსის გავრცელების ალბათობას სკოლების გახსნის შემთხვევაში. მათ შორის არის სკოლის სივრცის ისე ათვისება, რომ დერეფნებში ბავშვების თავმოყრა არ მოხდეს.

„გასათვალისწინებელ წესებს შორის არის თერმოსკრინინგი, რიგის დაწესება სკოლაში შესვლისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ჯგუფებად დაყოფა, რომლებიც ერთმანეთში არ აირევიან და ასე მოხდება გავრცელების შემცირება ერთიდან მეორე ჯგუფში. ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს ორგანიზება. როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ უნდა მოხდეს 1 -მეტრიანი დისტანციის დაცვა, ასე რომ არ უნდა იყოს ერთ მეტრზე ნაკლები მანძილი საკლასო ოთახში მერხებს შორისაც. ასევე მნიშვნელოვანია სკოლაში მოსწავლეების გადაადგილების ორგანიზება, რათა იყოს სხვადასხვა შესასვლელი და გასასვლელი, სასურველია დერეფნებში მოძრაობა ერთი მიმართულებით იყოს ორგანიზებული, რათა არ მოხდეს მოსწავლეების ერთმანეთთან შეჯახება. ასევე უნდა იყოს ხელების სველი წესით დამუშავების შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა იყოს დამონტაჟებული სანიტაიზერები, ხშირად უნდა მოხდეს მერხების, მაგიდებისა და საზიარო ნივთების დასუფთავება და ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის ხშირად განიავება. ნიღბები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ბავშვების შემთხვევში ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომა არ უნდა იყოს,“- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება