| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N71 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის ყველა ზომა მიიღო, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დიდ ქალაქებში დისტანციურად დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს პედაგოგმა ლედი ელიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:
„დღეს 2020 წლის 15 სექტემბერია... უჩვეულოდ „ჩუმი“ 15 სექტემბერი...დღეს კიდევ ერთხელ დავდექით დიდი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოგვივა! ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ჩემო უძვირფასესო და ულამაზესო ბავშვებო, კოლეგებო, მშობლებო...გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დაე, ეს წელი იყოს ნაყოფიერი და მშვიდობიანი ყველა ჩვენთაგანისათვის! ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!
გულმა არ მომითმინა და დღეს ონლაინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლაში ავედი... ეს ჩემი, თქვენი 71-ე საჯარო სკოლაა!... გაკრიალებული საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, დერეფნები, სველი წერტილები.... მაგრამ უჩვეულოდ „მშვიდი“ და „ცარიელი“.
მადლობა, სკოლის დირექციას ამ სილამაზისთვის, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოსთვის, მოტივაციისთვის, ზრუნვისთვის!
მადლობა, ყველა პედაგოგს! მადლობა, სკოლის ყველა თანამშრომელს! მადლობა, თითოეულ მშობელს მხარში დგომისა და ერთგულებისთვის! მადლობა, ჩვენს უსაყვარლეს და უთბილეს მოსწავლეებს! მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მალე ჩაივლის, ისევ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს, ისევ აჟრიამულდება ჩვენი სკოლის კედლები!
იცით???... მიუხედავად „სიცარიელისა“ თქვენ ყველანი (მოსწავლე, მასწავლებელი) მაინც აქ ხართ !!!!
მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!“-წერს პედაგოგი ლედი ელიაშვილი.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში