სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ზემოდან“ დამავალეს და შევარჩიე უკვე კანდიდატიო, რისთვის დებენ ამ ვაკანსიებს?!“ - როგორ მიმდინარეობს გასაუბრებები სკოლებში
14-09-2020
-
+


როგორ მიმდინარეობს გასაუბრებები სკოლებში? - მასწავლებლობის მსურველები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს სოციალურ ქსელში უზიარებენ. პირები, რომლებმაც მასწავლებლის საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სკოლებში ვერ საქმდებიან და მათი უმრავლესობა ამბობს, რომ გასაუბრებები არაობიექტურად მიმდინარეობს

მასწავლებლობის მსურველები ამ საკითხზე ერთმანეთს საკუთარ შეხედულებას უზიარებენ:

„თითქოს სასაცილოა... ჩემს ახლობელს ვახლდი გასაუბრებაზე (8 წლიანი სტაჟით), იმ დღეს სხვებიც იყვნენ დაბარებული, აიყვანეს ის, ვინც „დილექტორი“ იკითხა...“

„ყველგან ერთი და იგივე ბლა-ბლა-ბლაა... ვითომ გასაუბრებები. წინასწარ იციან, ვისაც აიყვანენ“.

„აზრი არ აქვს გასაუბრებებზე წასვლას, ყველა ვაკანსიას თავის „პატრონიანი“ კადრი ჰყავს!“

„ან ეს გამოცდები რისთვის არის ან გასაუბრებები, თუ ყველაფერი დირექტორის ნება-სურვილზეა დამოკიდებული ვის აიყვანს. მოკლედ, ყველაფერი ფორმალობაა და ხალხის მოტყუება“.

„ვფიქრობ, კადრის მიღება არა დირექტორებს, არამედ განათლების სამინისტროს უნდა გადაეცეს უკვე ჩვენს ქვეყანაში, საჯარო სკოლებში დირექტორები მიკერძოებულები არიან, ყველანი თითქმის“. 

„მართლაც, უმჯობესია სამინისტრომ გააკონტროლოს ეს პროცესი იმ მხრივ, რომ ვისაც საგნის კომპეტენცია აქვს დადასტურებული და სკოლაში დასაქმება სურს, შეიქმნას მათი ბაზები და სამინისტრო დაეხმაროს ასეთ მოტივირებულ კადრებს, ვისაც პროფესიული ზრდა და თვითგანვითარება არ ეზარება. დირექტორები ასეთ კადრებს არ აძლევენ შანსს და საშუალებას, რომ პროფესიაში შევიდნენ“.

„საიტზე მითითებულ ორ სასურველ ვაკანსიაზე დავრეკე, დირექტორთან მოვხვდი და გავგიჟდი!!! ნუთუ მართლა ფორმალურად დებენ ამ ვაკანსიებს?! ერთმა ფილოლოგი მყავს და მას მივეცი ის საათები შეთავსებითო, მეორემ „ზემოდან“ დამავალეს და შევარჩიე უკვე კანდიდატიო. მაინტერესებს, რისთვის დებენ ამ ვაკანსიებს?!“

„ისეთიც არსებობს, გასაუბრებაზე რომ ფორმალურად დაგიბარებენ, არაფერს გკითხავენ (უკვე ჰყავს შერჩეული კანდიდატი) და შემდეგ მეილზე გიგზავნიან წერილს: „თქვენ ვერ გაიარეთ გასაუბრება“ ეეხ...დასკვნა: „უპატრონო“ ვერასოდეს ეღირსება სამსახურს!“

„გთხოვთ გამარკვიოთ, რომელი კრიტერიუმების მიხედვით ხდება გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატების შერჩევა.
ესეიგი, 2010 წელს ჩავაბარე საგანი, 2012-დან ვარ უფროსი მასწავლებელი, ამჟამად უკვე წამყვანი. ასევე მასწავლებლის სახლის ტრენერი, ზოგადი მიმართულებით. 20 წლიანი გამოცდილებით, როგორც სკოლაში, ასევე არასამთავრობოში ზრდასრულთა ტრენერი, და ა.შ. პასუხი კი მომდის, რომ ვერ გავიარე გასაუბრების პირველი ტური მაშინ, როდესაც არანაირ გასაუბრებაზე არ ვყოფილვარ. რაშია საქმე?

პ.ს. ეს არაა პირველი შემთხვევა, და კონკრეტულ სკოლას ან დირექტორს პირადულად არაფერს ვერჩი, რადგან არ ვიცნობ“.

მასწავლებლობის მსურველებს და პედაგოგებს, რომლებიც გასაუბრებებით იმედგაცრუებულები არიან, ის მასწავლებლები გამოეხმაურნენ, რომლებიც ობიექტური გასაუბრების შედეგად დასაქმდნენ. მათ თავადაც აღნიშნეს, რომ როდესაც ვაკანსიაზე რეზიუმე გაგზავნეს, დასაქმების იმედი არ ჰქონდათ, თუმცა არსებობენ მიუკერძოებელი დირექტორებიც, რომლებიც ახალ კადრებს მართლაც ობიექტურად აფასებენ და შანსს აძლევენ:

„შარშან ზუსტად ამ დროს თითქმის იმავე განწყობით მივდიოდი გასაუბრებებზე და ბევრი მეუბნებოდა, აზრი არ აქვსო, მაგრამ დავრწმუნდი, რომ არის სკოლები და არსებობენ დირექტორები, რომლებიც აბსოლუტურად მიუკერძოებლები არიან და აფასებენ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი - მაძიებლებს!“

„ერთი წლის წინ მეც პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ერთ დღეს რამდენიმე სკოლაში დამიბარეს და ცდად ნამდვილად ღირდა, ორ სკოლაში მიმიღეს, მე ერთ-ერთი ავირჩიე. წარმატებებს გისურვებთ“.

„მე პირადად რეგიონში გავიარე გასაუბრება ასისტენტის პოზიციაზე და ყველანაირი ჩარევის გარეშე ამიყვანეს. მეც გაოცებული დავრჩი, რადგან მანამდე უამრავ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი და ყველგან ნაცნობობა ჭრიდა“.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები

აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება