სიახლეები
პიროვნება

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქართველი, სვანი ქალი“
04-09-2020
-
+


Etaloni.ge- სტუმარი, პოეტი ანა უშხვანი გახლავთ, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარ თავს პოეტს არ უწოდებს - მეც ვწერ ლექსებსო, - ასე თავმდაბლურად დაახასიათა საკუთარი შემოქმედება და არაერთ საკითხზეც გულახდილად გვესაუბრა. როდის და რატომ დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება პოეზიას, როგორ ატარებდა მესტიის მუნიციპალიტეტში პოეზიის საღამოებს, როგორ ამეცადინებდა ადგილობრივ ბავშვებს მხატვრულ კითხვაში და რატომ ჩააბარა იურიდიულზე, თეატრალური უნივერსიტეტის მაგივრად, ანა უშხვანი ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- ანა, რა გზა განვლეთ დღემდე და როდის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება პოეზიას?

- ეს ნიჭი დედისგან გამომყვა, პირველი ლექსი კი პირველ კლასში დავწერე და  ქალთა დღეს მივუძღვენი.

- საკუთარ თავს პოეტს უწოდებთ?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თვითშეფასება ძალიან დაბალი მაქვს, რის გამოც ახლობლები მაკრიტიკებენ; არ მაქვს წარმოდგენა, რომ ვარ საუკეთესო, განსაკუთრებული ან ვარ პოეტი... ყოველთვის ვამბობ - მეც ვწერ ლექსებს...

- წერთ ლექსებს მთაში, სადაც თავისუფლების ხარისხი მაღალია?

- ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხედავს საკუთარ თავისუფლებას. მთასაც აქვს თავისი შეზღუდვები, თავისი ტრადიციები, ბოლომდე თავისუფალი ვერაფერში იქნები. უშუალოდ სვანეთზე რომ ვისაუბროთ, არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც უნდა შესრულდეს... როდესაც ამბობენ, მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო - ეს სიტყვები ყველასთვის არაა განკუთვნილი იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ თავისუფლებას, თავისი ხედვით აღიქვამს.

- რთულია, იყო სვანი ქალი?

- ბავშვობიდან ჩვენ ასე გვზრდიან, გვაჩვევენ ტრადიციებს, თავშეკავებას, ზრდილობას...  აღზრდის განსხვავებული მეთოდი აქვთ. როგორ აგიხსნათ, ვინც სვანეთში ვიბადებით და ვიზრდებით, სვანეთის სახე ვართ.

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ალბათ…

- რა თქმა უნდა... ქართველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ქართველი ვარ ჯერ და მერე - სვანი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქართველი, სვანი ქალი, ჩვენ ხომ გარემო პირობებს ვერგებით - მხოლოდ შენ მოგწონდეს საკუთარი თავი, ასე არ ხდება.

- სხვათა შორის, ამბობენ, რომ დღეს ტრადიციების გადაფასება ხდება.

- თანამედროვდება ცხოვრება, ყველაფერი იცვლება, გარკვეულ სივრცეში ექცევა, მეტი საშუალებაა, ადამიანი განვითარდეს, თუმცა ამავე დროს ის ძველიც არ უნდა დაიკარგოს. ქართველები მორწმუნე ხალხი ვართ, სვანების ტრადიციებიც რელიგიასთან მიახლოებულია და რელიგიურ ჩარჩოებში ჩასმული, რომლებსაც  ვინარჩუნებთ. გასაგებია, რომ თანამედროვე ცხოვრებას თავისი მოთხოვნები აქვს, თუმცა, პირადად ძალიან მომწონს ეს ტრადიციები...  ვმღერი, ლექსებს ვწერ, პოეზიის საღამოებს ვაწყობდი და არასოდეს მქონია შეზღუდვა ოჯახის წევრებისგან.

- ხელოვანი ადამიანისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ხომ?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და გული მწყდება, რომ ხშირად პოეზიის საღამო მხოლოდ საკუთარი ძალებით მომიწყვია, ბეჩოდან დავდიოდი მესტიაში, მოსწავლეებს სკოლაში ვაკითხავდი, რათა ვისაც რაიმე ინტერესი ჰქონდა პოეზიის მიმართ, მხატვრულ კითხვაში მემეცადინებინა. ყველამ უნდა გაიგოს, რა ღირებული პოეზია გვაქვს საქართველოში. თუმცა შიშველი ენთუზიაზმით ძალიან რთულია, ერთგული დარჩე იმ საქმისა, რომელსაც ემსახურები. ოჯახს ბევრი რამ სჭირდება და ამიტომ, ანაზღაურების გარეშე ვერ დავტოვებდი. მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი მქონდა, ჩამებარებინა თეატრალურში, უარი ვთქვი და სწავლა განვაგრძე იურიდიულზე.

- ანა, რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა ადამიანმა, მშობლიურ ქვეყანაში აღიარება რომ მოიპოვოს?

- სამწუხაროდ, ჯერ უცხოეთში უნდა გაღიარონ... არადა, საქართველოს ძალიან კარგი ბაზა აქვს, საოცარი ახალგაზრდობა მოდის, თუმცა არ გვაქვს ხელშეწყობა. არც წიგნის გამოშვების საშუალებაა.

- რთულია საქართველოში ხელოვანის ცხოვრება…

- რთულია ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ პოეზიაში, უბრალოდ პოეზია ყველაზე მეტად იჩაგრება. რომელი ხელოვანი გინახავთ, ან ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი, ან რაიმე ჰქონდეს საკუთარი პოეზიიდან. ან რატომ უნდა იდგეს არაჩვეულებრივი ხმის მქონე მომღერალი რესტორანში... არ გეგონოთ, რომ პესიმისტი ვარ, ამ ყველაფრის მიუხედავად მიმაჩნია, რომ თუ შენი პროფესია გიყვარს, გარკვეული წვლილი ყოველდღიურად უნდა შეიტანო; ამიტომ თუ სიცოცხლეში ვერ მივაღწევ წარმატებას, ერთხელ მაინც ხომ დავწერ ისეთ ბრძნულ გამონათქვამს ან ლექსს, რომელიც ჩემს შვილს რაიმე გაკვეთილს მისცემს; ან წლების შემდეგ, თუნდაც როცა აღარ ვიქნები, თუ რომელიმე ახალგაზრდის შთაგონების წყარო გახდება ჩემი შექმნილი პოეზია, ესეც ღირებულია პირადად ჩემთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლეთა გამოცდაზე გამსვლელებისთვის - ყველაფერი, რაც ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I – IV) ტესტის შესახებ უნდა იცოდეთ 

ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები ფულად ჯილდოს მიიღებენ

ქართველი ქალი მასწავლებელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა - 9 მაისი ფაშიზმე გამარჯვების დღეა



„პირველკლასელთა აკადემია“ - შემეცნებითი საოჯახო წიგნი-რვეული თქვენი პატარებისთვის

ხვალიდან სკოლები და ბაღები ისვენებს - ნახეთ, როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება