| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის 10-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ამასთან, მათგან სამმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულია - ათი აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა. ივანე ჯავახიშვილის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტებსა და საზღვაო აკადემიაში. განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია სამი 50%-იანი გრანტოსანის:
მიხეილ კახაძის, ელისო ხოზრევანიძისა და თამარ ხმალაძის წარმატება! აღმზრდელი მასწავლებლები, სკოლის დირექცია გზას დაგილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ მშობლიური სკოლა, სამშობლო-ქვეყანა!“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“