| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლიზი ჭელიძემ, ლოლიტა ბოჭორიშვილმა, ანი ბარბაქაძემ, ანი გამთენაძემ, ლიზი ჯანელიძემ და ტარიელ ცქიფურიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ.
ლიზი ჭელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
ლოლიტა ბოჭორიშვილი 70%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
ანი ბარბაქაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩააბარა.
ანი გამთენაძე სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით გააგრძელებს.
ლიზი ჯანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
ტარიელ ცქიფურიშვილი კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტი გახდა და სწავლას 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ეკონომიკის პროგრამაზე გააგრძელებს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“