სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მანდაეთის საჯარო სკოლის სამი „ოქროს წელი“ და წარმატებული მედალოსნები
04-08-2020
-
+


მესამე წელია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის საჯარო სკოლას ოქროსმედალოსნები ჰყავს და ამ ფაქტით, სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება ძალიან ამაყობს. როგორც Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა, სიმონ ჩაჩანიძემ აცნობა, განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ ზედიზედ, რამდენიმე წელია სკოლას ოქროსმედალოსნები ჰყავს და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2019-2020 სასწავლო წელი გახლავთ:

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მანდაეთის საჯარო სკოლას ხანგრძლივი ისტორია აქვს - 87 წელს ითვლის და ეგრე უკვე თითქმის ცხრა ათეული წელია, ღირსეულად ემსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას. ჩვენ ვამაყობთ კურსდამთავრებულების წარმატებებით და მოხარულები ვართ, რომ ოქროსმედალოსნების გამოშვება მესამე წელია მანდაეთის საჯარო სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა:  2017-2018 სასწავლო წელი ოქროს მედალზე დაამთავრა გენო კაპანაძემ; 2018-2019 სასწავლო წელი - ანი მუმლაძემ.რომლებმაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ სწავლას.  2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს კი სკოლას ოქროს მედლის ორი კანდიდატი ჰყავს: სოფიკო მუმლაძე და კესო ღვალაძე. მოსწავლეებმა ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს და აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში.

გვყავს აგრეთვე საბაზო საფეხურის წარმატებული მოსწავლე ნინო ჩაჩანიძე, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა ლეპტოპი...“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორი, სიმონ ჩაჩანიძე ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე, თავად კი მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დაასაჩუქრა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება